14:40 | 2020-06-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„როცა სოციალური დახმარების მაღალი ქულები ვნახე, უძლურებისაგან ვტიროდი“ – უსახლკარო ქალი დახმარებას ითხოვს

„როცა სოციალური დახმარების მაღალი ქულები ვნახე, უძლურებისაგან ვტიროდი“ – უსახლკარო ქალი დახმარებას ითხოვს

მარტოხელა, უსახლკარო, ორი მოხუცის მეურვე ქალი დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა.

 

ბოლო შვიდი წელია, გაურკვეველი მიზეზების გამო, სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვს.

 

ყვარელში მცხოვრები ლია კოკორაშვილი ამბობს, რომ შიათ, ქირით ცხოვრობენ და ელემენტარულ პირობებზე ოცნებობს.

 

„სოციალური დახმარება მოხსნილი მაქვს, უკვე შვიდი წელია, მანამდე გვქონდა. რატომ შემიჩერეს არ ვიცი. მანამდე თუ გაჭირვებული ვიყავი, ახლა დალხენილი ვარ?

 

ამ ხნის განმავლობაში, ვასაჩივრებდი და შედეგად უფრო დ უფრო გაზრდილი ქულები მომდიოდა, რათა ფულადი დახმარება არ დაენიშნათ. ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება მდიდრებს?!

 

ქვრივი ვარ, ბავშვს მარტო ვზრდი. ყვარელში, მშობლების სახლი ძმამ გაგვიყიდა და ქირით ცხოვრობთ, 150 ლარს ვიხდით.

 

ჩემი მშობლები უკვე მოხუცები არიან, თან მათ ვუვლი.

 

52 წლის ვარ. აქამდე ოჯახებში ვმუშაობდი, ჩავარდნილ მოხუცებს ვუვლიდი, მაგრამ გარდაიცვალა და დავრჩი უმუშევარი, ამაში 200 ლარს ვიღებდი.

 

მეუღლე 10 წელია, რაც გარდამეცვალა. მაშინ, ჩემი შვილი პირველ კლასში იყო. ახლა ის 17 წლის არის. ძალიან გვიჭირს, უკიდურეს სიღატაკეში ვცხოვრობთ, მშივრები ვართ. მამა ლოგინად ჩავარდნილია.

 

ჩვენი შემოსავალი ჩემი ხელფასია, სკოლას ვალაგებ და ანაზღაურება 200 ლარია.

 

წარმოიდგინეთ, ხელფასიდან ბინის ქირას რომ ვიხდი, მერე კომუნალური დავალიანებისთვის 50 ლარი გვრჩება, რაც საკმარისი არ არის.

 

დედ-მამას პენსია წინასწარ კრედიტის სახით აღებული აქვთ. გასულ წელს, ძმას სჭირდებოდა თანხა და მისცეს. მასთან შეხებაც კი აღარ გვაქვს…

 

 

უფასო სასადილოდან მხოლოდ ორ პურს გვაძლევენ. გაუსაძლისია ჩვენი ყოფა. არაფერი გვაქვს საცხოვრებლად საჭირო ნივთები.

 

მაღაზიაში ვალზე აღებული პროდუქტები უკვე დიდ თანხაზე ავიდა. ნისიადაც აღარაფერს გვაძლევენ. მართლა მშივრები ვართ.

 

როცა სოციალური დახმარების მაღალი ქულები ვნახე, მივხვდი როგორ გაგვიჭირდებოდა და უძლურებისაგან ვტიროდი. თავს ზევით ძალა არ არის.

 

მშობლებს უწამლოდ ხომ ვერ დავხოცავ? ყოველ თვე 200 ლარის მედიკამენტები სჭირდებათ. მამა პამპერსზე გვყავს, რაც დამატებითი ხარჯია, თანაც დიდი.

 

ყოველ დღე რამდენიმე ხელ თეთრეულს ვრეცხავ, არც ძველი სარეცხი მანქანა მაქვს, თანამედროვეს ვინ ჩივის…

 

ბავშვს რომ ყველაფერი აკლია, ამაზე აღარ ვისაუბრებ. გაუსაძლისია, მისი ყოფა. ხალხო, ჩემს შვილს და მოხუცებს შიათ.

 

 

დახმარებას კი, არ გვაძლევენ, რატომ? არ ვიცი, ღატაკი ვარ და დახმარებას საჯაროდ ვითხოვ. არც მე მომწონს ეს ყოფა და ხვეწნა-მუდარა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს…

 

ვისაც ეხება ეს პრობლემა, იქნებ გულთან მიიტანონ ჩვენი გაჭირვება და მოგვცენ ის, რასაც სხვა შეჭირვებულ ოჯახებს აძლევენ.” – ამბობს ლია კოკორაშვილი.

 

გიშრის საყურე და ბეჭედი - ხუთი ბავშვის გამოკვების უკანასკნელი გზა
2020-06-13გიშრის საყურე და ბეჭედი - ხუთი ბავშვის გამოკვების უკანასკნელი გზა
ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X