12:56 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხედავთ, რომ ვიღაცას პირბადე არ უკეთია, მიეცით მას შენიშვნა – ამირან გამყრელიძე

როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხედავთ, რომ ვიღაცას პირბადე არ უკეთია, მიეცით მას შენიშვნა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების შესამცირებლად ხალხის თვითშეგნება ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

როგორც იგი ამბობს, ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ადამიანებისთვის შენიშვნის მიცემა.

 

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. როცა თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ხედავთ, რომ ვიღაცას პირბადე არ უკეთია, ან არასწორად უკეთია, კეთილი ვინებოთ და მივცეთ ეს შენიშვნა.

 

ეს არ არის შენიშვნა, ეს რეკომენდაციაა. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგვადგეს და გვითხრას ამას რატომ არ აკეთებთ. ეს ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X