00:27 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

როცა ქუჩაში ნარკოტიკი ვეღარ იყიდება, დილერები ინტერნეტში გადადიან – ახალი საფრთხე

როცა ქუჩაში ნარკოტიკი ვეღარ იყიდება, დილერები ინტერნეტში გადადიან – ახალი საფრთხე

ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა, პანდემიის დროს ინტერნეტში შექმნილ დანაშაულებზე ლაპარაკობს. მკვლევარების თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მოიმატებს ჰაკერული თავდასხმები და ასევე ნარკომოვაჭრეების ვირტუალურ სამყაროში მასობრივი გადასვლა მოხდება.

 

ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა აღნიშნავს, რომ კარანტინებმა და სხვა შეზღუდვებმა გზა გადაუღობა ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანსპორტიტებას. აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში ქუჩაში ჰეროინის ფასის ზრდა და ხარისხის კლება შეინიშნება, რადგან დილერებისთვის სიტუაცია გართულდა – ვაჭრობს მთავარი ადგილი მათთვის ქუჩა იყო, რომელიც ახლა დაცარიელებულია. ანგარიშის ავტორების თქმით, ამან შეიძლება ნარკოტიკის ვაჭრობა მასობრივად გადაიტანოს ინტერნეტში, თუმცა ამგვარი ქმედების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ მოიპოვება.

 

ნიუ-იორკში, FBI-ის ოფისში, კიბერდანაშაულის სპეციალური აგენტის (ASAC) თანაშემწე, რიჩ ჯეიკობსი, ჰაკერული თავდასხმების მატებასთან დაკავშირებით ლაპარაკობს. „არსებობს თაღლითობის ორი დიდი კატეგორია, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოვიდ-19-თან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტად, თაღლითების სამყაროში ხვდებიან ისინი, ვინც ეძებს ისეთ პროდუქტებს როგორიცაა, ვაქცინა, წამლები, ტესტების ნაკრები და ისეთი კომპანიები, რომლებიც თითქოს აწარმოებენ ამ ნივთებს.

 

მეორე ნაწილი – ეს ჩვეულებრივი კიბერთავდასხმაა, რომელიც მოიცავს ელექტრონული ფოსტის ფიშინგს და ყალბ ვებგვერდებს, რომლებიც იმისათვის არის განკუთვნილი, რომ კომპიუტერში მავნე პროგრამა შეიჭრას ან მოიპაროს ადამიანის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად პაროლები, რათა მათ საბანკო ანგარიშებზე მიიღონ წვდომა“, – განმარტავს ექსპერტი.

 

აგენტმა ჯეიკობსმა კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე პროგრამა იპოვა. „შეგხვედრიათ მსგავსი რამ ალბათ: გვეწვიეთ საიტზე, რათა მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელებაზე, ან მეთოდები, რითაც შეგიძლიათ, რომ თავი დაიცვათ ვირუსისგან. ასეთი გვერდების უკან ორგანიზებული ჯგუფები დგანან“ – ამბობს აგენტი და აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში გაჩენილ ჰაკერებთან მებრძოლი გუნდი FBI-ს ჯერჯერობით არ ჰყავს.

 

როგორ იყენებენ ჰაკერები კორონავირუსის მიმართ შიშს, რომ თქვენს კომპიუტერში შეაღწიონ. ვრცლად ამ თემაზე:

 

როგორ იყენებენ ჰაკერები კორონავირუსის მიმართ შიშს, რომ თქვენს კომპიუტერში შეაღწიონ
2020-03-13როგორ იყენებენ ჰაკერები კორონავირუსის მიმართ შიშს, რომ თქვენს კომპიუტერში შეაღწიონ

 

იტალია კრიზისშია, მაგრამ მაფია ცოცხლობს - რა შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ კრიმინალებს
2020-03-30იტალია კრიზისშია, მაგრამ მაფია ცოცხლობს - რა შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ კრიმინალებს

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე


X