15:06 | 2020-06-25 ავტორი: Prime Time

როცა მოვა გაფრთხილება უნდა, თორემ სანანებელი გექნება – დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე ექსკლუზიური ხაზით

როცა მოვა გაფრთხილება უნდა, თორემ სანანებელი გექნება – დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე ექსკლუზიური ხაზით

„ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.

 

ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ. ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას. უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც…

 

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვან სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება “ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო სამარადისო ხმა:”ძევახ, სიცოცხლეო ჩემო”… – ეს ფრაზა ქართველი დიზაინერის, ნანუკა ჩხეიძის ნამუშევრების ნახვისას გამახსენდა.

 

თითქოს, უსულო ტყავის ნაჭრისგან შექმნილ ნივთებს, სიცოცხლისა და სილამაზის სიმბოლო ბროწეულები სულს ბერავენ და ახალი სიცოცხლე იბადება ხელოვნებაში.

 

ჩანთა ბროწეულებით

 

„პრაიმტაიმის“ რესპონდენტი დიზაინერი ნანუკა ჩხეიძეა, რომლის ნამუშევრებს საზოგადოების ნაწილი იცნობს. მისი ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშების ნახვისას აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ დამალავთ.

 

მოწყენილი არავის სჭირდები, მარტო მზე გიღიმის და ძაღლი არ მიგატოვებს – ამ სიტყვების ავტორი თქვენ ხართ …​ წარუდგინეთ მკითხველს თქვენი პორტრეტი

 

საკუთარ თავზე საუბარი, თანაც ობიექტურად არც ისე იოლია, თუმცა შევეცდები რამდენიმე სიტყვით   ვთქვა – უბრალო გოგო ვარ, მიყვარს სიცოცხლე, ფერები, ხელოვნება, კეთილი ლაღი ადამიანები, ჩემი საქმე და საერთოდ სამყარო …

 

No photo description available.

 

​პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში და გზა წარმატებულ დიზაინერობამდე

 

ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა სამხატვრო სკოლაში როცა ჩავაბარე არ ვემორჩილებოდი წესებს და ჩემებურად ვხატავდი. კარგად მახსოვს, ჩემი ესკიზები ტანსაცმლის, ფეხსცმლის, სახლის თუ ავეჯის.

თავიდანვე მქონდა სურვილი მხატვარი ან დიზინერი თუდაც არქიტექტორი ვყოფილიყავი…

 

აკადემიაში ჩასაბარებლადაც ვემზადებოდი, თუმცა, ცოტა ხნით ჩემს გზას გადავუხვიე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ნაწილობრივ ავისრულე …

 

თეთრი ჩანთა

პირველი დიდი წარმატება ეს იყო როცა თბილისის მოდის კვირეულებში ვიღებდი აქტიურად მონაწილეობას, სადაც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებდა ჩემი ტყავის აქსესუარები, შემდეგ იყო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა, პერსონალური გამოფენები, კონკურსებიც, წარმატებაც … მიწვევებიც …

 

ბევრი მიმართულებით ვმუშაობდი: სადედოფლო კაბები, ფეხსაცმელი, პოპარტი თუ ინტერიერის დიზაინი.

 

ამ ეტაპზე ამ ყველაფერს ვერ ვახერხებ, თუმცა ვფიქრობ, ჩემი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ხაზიც შევქმა და ის ესკიზები რომელიც წლებია ჩემი მაგიდის უჯრაში დევს რეალობად ვაქციო …

 

სულ ახლახანს თავსაფრების ახალი ხაზი გავაკეთე ჩემი ნახატებით, ვფიქრობ ბევრ სიახლეს და საინტერესო ახალ პროდუქტს შევთავაზებ ჩემს ერთგულ მომხრებელს.

თავსაფრები

 

რომ არა ეს საქმე, ვინმ იქნებოდა ნანუკა ჩხეიძე?

 

ალბათ ადამიანს ერთი ცხოვრება არ ეყოფა რომ ყველა სურვილი აისრულოს. ძალიან მინდოდა არქიტექტორობა, ახლაც მიფიქრია, ნეტავ თუ შეიძლება ამ ასაკში ვისწვალო და ეს სურვილიც ავისრულო-თქო.

 

ვიქნებოდი სიამოვნებით არქეოლოგი, ეს დარგი ძალიან მაინტერესებს… ვიქნებოდი ფოტოგრაფი, უფრო სწორად მეტ დროს დავუთმობდი ფოტოგრაფიას.

ალბათ მოგზაურიც. ძალიან მიყვარს ბუნება, ძველი ქალაქები, მათი ისტორია. შევისწავლიდი სამყაროს, ის ხომ უსასრულო და სრულიად ამოიცნობია

 

თქვენი საყვარელი ფერი, რომელიც ყოველთვის დომინირებს თქვენს ნამუშევრებში- რატომ ეს ფერი?

 

ვინც მიცნობს თუ არ მიცნობს, მგონი უკვე ყველამ იცის რომ სამი ღვთაებრივი ფერი არის ჩემი საყვარელი ფერი, ცისფერი თავისი გრადაციებით, მწვანე და თეთრი.

 

ჩანთა

მგონია რომ ფერების სიყვარულიც ისევე როგორც ნიჭი და გემოვნებაც დაბადებიდანვე დაჰყვება ადამიანს … ფერს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

 

მწვანე ჩანთა

 

მე ეს ფერი მანიჭებს სიამოვნებას აღმაფრენას სიმსუბუქეს … თავად ცა მიყვარს უსაზღვროდ.

 

შემიძლია დავჯდე და ვუცქირო ძალიან დიდხანს …რავიცი ალბათ ცის ასეთმა სიყვარულმაც განაპირობა ჩემი ამ ფერის ამოჩემებაც

 

შესაბამისად, ეს ნამუშევრებზეც აისახა და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ჩემი ბრენდის მომხარებლებში!

 

ბროწეულები სიცოცხლის, სილამაზის სიმბოლო – ესეც აქტიური სიმბოლოა თქვენს ნამუშევრებში.

 

სიმართლე გითხრათ ძალიან მიყვარს თავად ნაყოფი. ასევე ვგიჟდები მის ყვავილებზე და ყვავილობაზეც, საოცარი, განსაკუთრებული ფერის გვირგვინის ფურცლები აქვს და თავად ყვავილის ფორმაც უნიკალურია.

 

 

სულ რამდენიმე წლის წინ რაც მობოლური გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში გავიხსენე ფოტოების გადაღება, რადგან პატარაობიდანვე მამასთან ერთად ვიღებდი შავთეთრ ფოტოებს, პირველი რაც გადავიღე მობილურით, შემოდგომაზე გახლეჩილი ბროწეულები იყო.

Image may contain: plant, flower, car and outdoor

მას შემდეგ ვაგროვებ მის ნაყოფს, ვახმობ, ყვავილებსაც და ასე კომპოზიციებში ვიყენებ… ნამუშევრებშიც თავისთავად გაჩნდა, ტყავის და ხის ტანმდენშიც ბრწეულის ორნამენტით, რაც ძალიან მოიხდინა წითელის და ცისფერის შეხამებით …

 

რა დროს მუშაობთ და რამდენი დრო სჭირდება ერთი ხელოვნების ნიმუშის შექმნას

 

ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშნელოვანი მუშაობის დაწყების დროს არის თავად დიზაინი, ყოველთვის ვცდილობ ყოველი ახალი ნამუშევარი იყოს ძველისგან განსხვავებული, ფორმა, ფერი, დეტალები, მასალათაშეთანხმება… თორემ შემდეგ უკვე მისი შესრულება, მართალია შრომატევადია მაგრამ სასიამოვნო…

ბეჭედი

 

ჩანთა იქნება ეს თუ სხვა აქსესუარი სანამ დასრულდება შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ზოგჯერ მეტიც მაგიდაზე მიდევს ხოლმე და ვუყურებ მილიონჯერ გადავაადგილებ და შევცლი დეტალებს, სანამ მე თავად არ მომეწონება არ ვთვლი რომ უკვე შემიძლია დავასრულო.

 

ნანუკა ცხეიძის ნამუშევარი

 

არის მომენტი როცა თავად მუშაობის დროს იცვლება და იხვწება, ასე რომ განსაზღვრული დრო არასოდეს არ მაქვს, რაც ხშირად მუზაზეც არის დამოკიდებული.

 

ვინ არის თქვენი მუზის შთაგონების წყარო. ვისი დამსახურებაა, რომ დღეს ნანუკა ჩხეიძე არის ისეთი ნანუკა, როგორიც არის?

 

არის რაღაცეები რომელსაც ჩვენ არ ვირჩევთ, ეს არის სამშობლო სადაც იბადები, ნიჭი რომელიც ეძლევა ადამიანს, ყველაფერი ღვთის განგებით ხდება.

 

ჩაიდანი

 

უცნაური რამეა მუზა. ის შენ არ გეკითხება როდის მოვა, როცა მოვა გაფრთხილება უნდა და მის ნებას უნდა დაჰყვე თორემ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ და არ შეასრულებ იმას რასაც შენი გონება და გული გთხოვს. რაც შენს წარმოსახვაში უკვე დაიბადა, მერე სანანებელი გექნება რატომ არ შეასხი ფრთები და არ აქციე რეალობად.

 

საიდან მოდის ვერ გეტყვით, შეიძლება უცებ მოფრინდეს, შეიძლება ერთ რამეს აკეთებდე და მეორეზე გადახვიდე, მეორედან მესამეზე… წამებში შეიძლება ძალიან ბევრი იდეა მოვიდეს.

 

ზოგჯერ გული გწყდება კიდეც რომ ამ ყველაფერს ვერ ასწრებ და დაწყებულს მიატოვებ ხოლმე რადგან რომელიმე შეკვეთა გაქვს დასასრულებელი.

 

ყველაზე დიდი დამსახურებაა ჩემი ოჯახის, მამის, რომელიც თავადაც შემოქმედი ადამიანი იყო და მუდამ სტიმულს მაძლევდა უკეთესი შემექნმნა. ბიძა რომელიც ხატავდა და ჩემი მუდმივი კრიტიკოსი და მეგობარი იყო, ჩემი და რომლის დამსახურება იყო ჩემი სამხატვრო სკოლაში სწავლა და სხვათაშორის ამ ბოლო დროს რომ ხატვა განვაახლე სწორედ მისი თხოვნა იყო. თავად მომიტანა აქვარელი და ფუნჯები.

 

კონკურენცია საქმეში და ზოგადად, როგორია დღეს ქართული ბაზარი ხელნაკეთი ნამუშევრებისთვის. ზემოთაც აღვნიშნე და გავიმეორებ უდიდესი პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში  და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რაც თავისთავად ზრდის კონკურენციას.

 

ამ შემთხვევაში რომ არ ჩაიკარგო და იყო ყურადღების ცენტრში ასევე მოთხოვნადი იყოს პროდუქცია რასაც ქმნი, აუცილებელია გქონდეს შენი ხელწერა და მუდმივად სიახლეებს სთავაზობდე საზოგადოებას.მასალათა შეთანხმება, ფერთა  გრადაცია, ფორმები თუ სხვა.

 

ნებისმიერი შემოქმედი ხელოვანი ადამიანი უნდა ვითარდებოდეს, ბევრს კითხულობდეს ეცნობოდეს სიახლეებს და თავადაც იყო ინვატორი და საინტერესო იდეების ავტორი!

 

-თქვენი წარმატება საქმეში წლებს ითვლის.

 

ამჟამად ვმუშაობ ახალ კოლექციაზე, რომელიც კვლავ თამარ მეფეს ეძღვნება. უკვე ორი ტყავის ყელსაბამი მაქვს შექმნილი ამ თემაზე. ეს იქნება მესამე და ძალიან განსხვავებული.

ბეჭედი

ვფიქრობ რადგან ხატვის მუზა კვლავ მეწვია, გავაგრძელებ ხატვას. სამომავლოდ ვფიქრობ გამოფენაც გავაკეთო პერსონალური, სადაც ყველაფერი რასაც ვაკეთებ ერთ სივრცეში მოვაქციო და ისე წარვუდგინო საზოგადოებას.

 

ხშირად თქვენი facebook-პოსტები ხელოვნებას სცდება. ყოველთვის აქტიური ხართ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში.

 

ჩვენ პატარა, მაგრამ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ. მდიდარი საოცარი ბუნებით, კულტურით, ისტორიით, რაც მთავარია ნიჭიერი ადამიანებით და ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ვიყოთ  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

 

მერამდენე წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ თითქოს ერთი და იგივე ადამიანები ერთი და იგივე ლოზუნგები სიტყვები და არა საქმე.

 

მე ვფიქრობ რომ დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო, დუმილი ხშირად დანაშაულია და სწორედ ამიტომ  ვცდილობ გამოვიყენო ის სივრცე და ვთქვა ჩემი სათქმელი, თუნდაც არც ისე მძაფრად როგორც ვფიქრობ. პირველ რიგში  უნდა გათავისუფლდეს გზა პროფესიონალი და ამავე დროს პატრიოტი ადამიანებისთვის.

 

ამ ადამიანებმა ერთდროულად უნდა დაიყენონ გვერდით ძველი გამოცდილი ადამიანები და ასევე  ახალგაზრდები რომ ერთობლიივად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან.

 

ყველაზე დიდი მტერი ჩემი ქვეყნის ვთლი, რომ არის საბანკო სისტემა, სააფთიაქო ბიზნესში კატასროფულად მაღალი ფასები, კაზინოები. თუნდაც მსუბუქი ნაროტიკები.

 

ახალგაზრდებში მოტივაციის დაკარგვა, უიმედობა, რაც გამოწვეულია პროტექციონიზმით  და  არაობიექტურობით.

უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია და გადარჩევა, პატრონიანი „უნიჭო ან ნაკლებ ნიჭიერის“, გამო არ უნდა იჩაგრებოდეს მართლა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი…

 

ავტორი: ნანიკო ჩხაიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X