fbpx
13:45 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

როცა მოსამართლე 5 წლის დაზარალებულს და 7 წლის მოწმეს ეუბნება – თქვენი არ მჯერაო – პედოფილიის საქმეში „საფარი“ ჩაერთო

როცა მოსამართლე 5 წლის დაზარალებულს და 7 წლის მოწმეს ეუბნება – თქვენი არ მჯერაო – პედოფილიის საქმეში „საფარი“ ჩაერთო

პედოფილიის გახმაურებულ საქმეში ორგანიზაცია „საფარი“ ჩაერთო.

 

ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტმა, თამარ ლუკავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ყოველი ახალი საქმის აღებისას ვფიქრობ, ღმერთო რა უმძიმესი საქმეა და მგონია ეს ბოლოა, ამაზე უარესს ვერაფერს გავიგებ, მაგრამ არ სრულდება…

 

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაუგონარ ფაქტებს ვისმენ.

 

მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო - რას ყვება ძალადობის მსხვერპლი ბავშვი
2020-05-21მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო - რას ყვება ძალადობის მსხვერპლი ბავშვი

 

ვუსმენ ქალებს და ვუხსნი, რომ არ უნდა გაჩუმდნენ, უნდა შეატყობინონ დანაშაულის შესახებ პოლიციას, უნდა ჯეროდეთ, რომ სასამართლო დაიჯერებს მათ სიმართლეს, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა მოწმე, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, რადგან ასეთ საქმეში მთავარი მოწმე თავად დაზარალებულია.

 

შემდგომ ვიღებ საქმეს, სადაც მოსამართლე 5 წლის ბავშვის საშინელ ისტორიას ისმენს და გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს.

 

არ მინდა ვიცოდე რას ფიქრობს მოსამართლე, როცა 5 წლის დაზარალებულს და 7 წლის მოწმეს ეუბნება თქვენი არ მჯერაო“, – წერს თამარ ლუკავა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X