fbpx
01:28 | 2020-10-08 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როცა მამა დამეღუპა გულზე ვეწექი, მერე დედაც გარდაიცვალა – ძალადობის მსხვერპლი

როცა მამა დამეღუპა გულზე ვეწექი, მერე დედაც გარდაიცვალა – ძალადობის მსხვერპლი

გადაცემა „შორენას ეფექტში“ ძალადობის მსხვერპლი ობოლი გოგო თავის მძიმე ისტორიაზე საუბრობს. ის 2 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, 4 წლის ასაკში – დედა. ცხოვრება ფოთში, ბებიასთან და მამიდებთან დასთან ერთად გააგრძელა. ის მათი მხრიდან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო.

 

თეონა კუბლაშვილმა 16 წლის ასაკში, სახლი დატოვა და თბილისში უკეთესი ცხოვრების საძიებლად წამოვიდა…

 

ქალმა ქმრის მანქანა ჯოხით დალეწა! - სკანდალური საქმის ფიგურანტების არანაკლებ სკანდალური ვიდეო
2020-10-01ქალმა ქმრის მანქანა ჯოხით დალეწა! - სკანდალური საქმის ფიგურანტების არანაკლებ სკანდალური ვიდეო

 

„ორი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაეცვალა, მე მას გულზე ვეწექი და ისე გარდაიცვალა. 4 წლის ვიყავი, როცა დედას დენმა დაარტყა და დაიღუპა. მერე მე და ჩემი და ბებიამ წაგვიყვანა, ეს ძალიან რთული იყო. არასოდეს არაფერი მეტყობოდა, სკოლაში სულ ვიცინოდი…

 

ის ახლა 21 წლისაა. ბავშვობიდან ფოთში ბებიასთან იზრდებოდა. დილას, სკოლამდე ყანაში მცენარეების მოსარწყავად მიდიოდა, იქიდან – სკოლაში. სკოლის შემდეგ, ისევ ყანაში…

 

თუ ვიცელქებდით ბებია გვცემდა, მამიდებიც, რომლებიც იმას გვირტყამდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ. ბავშვებთან სათამაშოდ არ მიშვებდნენ, როცა ერთი საათით გავდიოდი, მეზობლების თვალწინ მცემდნენ ხოლმე, მე მცხვენოდა.

 

მერე დავიწვი, „პლიტაზე“ რძე იდგა, გადამესხა და ტკივილისგან გონება დამეკარგა, ხუთი თვე კლინიკაში ვიწექი. როცა გამომწერეს, დაბმული ვიყავი, ფეხების დადება არ შეიძლებოდა.  დამწვრობის გამო, სკოლაში დამცინოდნენ და მამცირებდნენ. ამიტომ, ძირითადად შარვლებით დავდიოდი.

 

13 წლის ვიყავი, როცა თევზის ცეხში ვმუშაობდი. დილით ადრე ვდგებოდით მე და ჩემი და, 6 საათზე ვდგებოდით, თევზს ვახარისხებდით და მერე სკოლაში მივდიოდით. ობლობის პენსიას ბებია იღებდა. ჩვენ თითქმის არ გვხმარდებოდა. ვოცნებობდი ნორმალურად მოქცევაზე და ლამაზ ტანსაცმელზე. ჩვენ ნათხოვარი ტანსაცმლით დავდიოდით.

 

16 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წამოვედი. ძალიან მობეზრებული მქონდა ყველაფერი, მივხვდი, რომ ჩემითაც მივაღწევდი რაღაცას. მიმტანად ვმუშაობდი, ქირით მაშინ გადავედი, როცა თანხა დავაგროვე.

 

მერე მომავალი ქმარი გავიცანი, ჩვენ ახლა შვილი გვყავს. ვფიქრობ, იდეალური დედა არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, არაფერი მოვაკლო, სითბო მაინც, რაც მე მაკლდა, არ მინდა მასაც მოაკლდეს.

 

მინდა, მასაჟისტი გავხდე. მომწონს ბავშვებთან კონტაქტი და ვფიქრობ, მუშაობა გამომივა.“ – ამბობს ძალადობის მსხვერპლი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X