12:51 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

როცა კლინიკებში ადგილი არ არის, სად მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსები

როცა კლინიკებში ადგილი არ არის, სად მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსები

მაშინ, როცა კლინიკები კოვიდინფიცირებული პაციენტებით გადავსებულია და ფაქტობრივად, პაციენტების მოსათავსებლად ადგილი აღარ არის, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, სად გადიან მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი პოლიტიკოსები.

 

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

ლელო-საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე მკურნალობას სახლში გადის. ის თავს ნორმალურად გრძნობს და განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

 

„ბატონი მამუკა თავს ნორმალურად გრძნობს. ის მკურნალობას სახლში გადის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ის დამატებით კომენტარს თავად გააკეთებს“,- განაცხადეს პრესსამსახურში.

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სახლში მკურნალობს. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ მან თავად განუცხადა.

 

კორონავირუსი მესამე დღე არის, რაც დამიდასტურდა. ხუთი დღეა, რაც ვირუსს ვატარებ. ტემპერატურის ცვალებადობა მაქვს – 37,3 -36,8. მქონდა ღებინებაც, მაგრამ ამჟამად სტაბილურად ვარ. ცოტა შიში მაქვს იმის, რომ ფილტვებში რამე არ იყოს. ოჯახში ვმკურნალობ, სისტემატური კონტაქტი მაქვს ოჯახის ექიმთან, ქუთაისში ვარ. ვირუსი მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა“,-განაცხადა მან.

 

ამ პოლიტიკოსების მსგავსად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანიც ვირუსს სახლში ებრძვის. როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, სახლში მსუბუქი სიმპტომების ფონზე იმყოფება.

 

„მაქვს მსუბუქი სიმპტომები და მკურნალობას სახლში გავდივარ“,- განაცხადა წილოსანმა.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ორი დღეა, რაც კორონავირუსის რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. დღეს ინფიცირებულთა 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სულ სხვა ვითარება იყო საქართველოში. კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსები – ლევან გოგიჩაიშვილი, თაკო ჩარკვიანი და ჯაბა ჯიშკარიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდნენ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!