19:38 | 2020-05-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„როცა გული გამოჩნდა, მე ორ ადამიანს ვტიროდი, ეს იყო ის გარდაცვლილი ბავშვი და ჩემი შვილი – სულისშემძვრელი ისტორია

„როცა გული გამოჩნდა, მე ორ ადამიანს ვტიროდი, ეს იყო ის გარდაცვლილი ბავშვი და ჩემი შვილი – სულისშემძვრელი ისტორია

პატარა მარიამს შვეიცარიაში გულის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. მას საქართველოში დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ამ ეტაპისთვის განუკურნებელ დაავადებად ითვლება და გამოსავალი მხოლოდ გულის გადანერგვაა.

 

„პრაიმტაიმი“ პატარა მარიამის დედას დაუკავშირდა. ახლა ოჯახი ციურიხში ცხოვრობს და მარიამის დედა, სვეტლანა ვაროსიანცი თავის მძიმე, თუმცა დამაიმედებელ გამოცდილებას მკითხველს უზიარებს.

 

„ქუთაისში ვცხოვრობდით. 2013 წელს დავოჯახდით. ბავშვი 39 წლის ასაკში შემეძინა.

 

მუცლადყოფნის დროს, ყველა მისი მოძრაობა მახსოვს. ყოველი დღე მნიშვნელოვანი იყო.

 

ორსულობისას მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. მარიამი საკეისრო კვეთით გავაჩინე. პედიატრების თქმით, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა…

 

დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, როცა „ბცჟაცრამ ჩირქის ნადები გაიკეთა, მაშინ შევატყვე უკვე, რომ გახშირებული სუნთქვა და პირიდან საკვების გადმოღვრა დაეწყო.

 

თავიდან კუჭ-ნაწლავის სისტემაზე დაიწყეს მკურნალობა. ვერ მოვისვენე და დამატებითი კვლევისთვის აწ გარდაცვლილ თემურ ტონიასთან მივიყვანე.

 

მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ბავშვს გული წესრიგში არ ჰქონდა.

 

მერე გულის ექოსკოპია გავუკეთეთ. ჩვენთვის, მშობლისთვის იმედი რომ არ დაეკარგათ, გვითხრეს: იქნებ ვცდებითო და ჯოენის კლინიკაში გადაგვამისამართეს.

 

 

რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორგანოები გადანერგილი აქვს
2020-05-12რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორგანოები გადანერგილი აქვს

 

 

 

თავზარდამცემი დიაგნოზი და ბრძოლა გადარჩენისთვის

 

საბოლოოდ, საშინელი დიაგნოზი დადასტურდა. ეს იყო დილატაციური კარდიომიოპათია, მკვეთრად გამოხატული მარცხენა პარკუჭის დილატაცია.

 

სამედიცინო განათლება მაქვს. მაშინვე მივხვდი, რა რისკის წინაშე იდგა ჩემი პატარას სიცოცხლე. გულის კუნთის პათოლოგია რომ გავიგონე თავზარი დამეცა. ექიმების ბოლო სიტყვები იყო: ეს ბავშვი დაიღუპება…

 

ბრძოლა დავიწყეთ, წავიყვანე სტამბოლში, იქაც იგივე პასუხი იყო. გამოსავალი მხოლოდ გულის გადანერგვა იყო, მაგრამ თურქეთში არანაირი შანსი არ გვქონდა, რადგან ორგანო მხოლოდ მისი მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი.

 

იქ დაუნიშნეს მკურნალობა, რადგან განდევნის ფრაქცია 35 ჰქონდა. ბავშვი ცოტა ხნით ამ პრეპარატებით იცოცხლებსო.

 

მარიამი გვყავდა სრულ იზოლაციაში, რადგან მისი გაციებაც კი არ შეიძლებოდა… მაშინ, ბავშვი არ იყო რთულ მდგომარეობაში, ყოველ თვეში ვაკონტროლებდით კარდიოექოსკოპიით.

 

ევროპაში პატარა მარიამის გულის ძებნა დაიწყეს…

 

ასე გახდა ჩემი პატარა 2.5 წლის. როცა ერთ-ერთ ექიმს ვუთხარი, საზღვარგარეთ უნდა წავიყვანო-მეთქი, მიპასუხა, რომ ზღაპრად გეჩვენებათ, თქვენთვის კი არა ევროპას გული თავის პაციენტებისათვის არ აქვსო.

 

2016 წლის ოქტომბერში, მარიამის მდგომარეობა დამძიმდა. მაშინ, ქუთაისის რეანიმაციულ განყოფილებაში ვიყავით, სადაც მხოლოდ ჟანგბადით გვეხმარებოდნენ.

 

ყოველი მისვლიდან მე-3 დღეს სახლში გვიშვებდნენ, აქ სასტუმრო არ გვაქს, სახლში მოუწყვეთ ჟანგბადის აპარატურაო, გვითხრეს.

 

გადავიყვანე თბილისში ციციშვილის კლინიკაში და თან ინფორმაციებს ვეძებდი. მაშინ, ერთ-ერთმა ექთანმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთი პაციენტი იწვა, რომელიც შვეიცარიაში წაიყვანეს და გული გადაუნერგესო.

 

მოვიძიე ეს ოჯახი და მითხრეს, რაც უნდა გამეკეთებინა.

 

2017 წლის მარტში ჯანდაცვის სამინიტროს საჭირო ფინანსების გამოყოფა ვთხოვეთ, მათ კომისიის გავლა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი სხვადასხვა კლინიკის დადასტურებული დიაგნოზი არსებობდა…

 

ისიც კი არ ვიცოდით, რომ მარიამს პენსია ეკუთვნოდა. ეს ბოლოს გავიგეთ, წამოსვლის წინ და 3 წლის ასაკში დაენიშნა.

 

რა თქმა უნდა, კომისიას არ დაველოდეთ. იმიტომ ,რომ 22 აპრილის ბილეთები ნასესხები ფულით უკვე დაჯავშნილი გვქონდა. სწორედ ამ დღეს უნდა შემდგარიყო კომისია. ეს ხომ დაცინვა იყო…

 

მარიამის გადასარჩენად გული გამოჩნდა…

 

22 აპრილს ჟენევაში ჩავფრინდით. მერე იქ დაიწყო საჭირო დოკუმენტებისთვის და დონორის მოძიებისთვის ბრძოლა…

 

სანამ ცხოვრების უფლებას მოვიპოვებდით, ოპერაციის არანაირი შანსი არ გვქონდა. თუმცა, კლინიკა ძალიან დაგვეხმარა, არ გამოგვაგდეს, როგორც ხდება ხოლმე.

 

საემიგრაციო სამსახურს წერილებს უგზავნიდნენ და ამიტომ, დაჩქარებული წესით, ცხოვრების უფლება მოგვცეს. მაშინ, ბავშვი ხელოვნურ გულზე ე.წ.Berlin harzde-ზე გადაიყვანეს.

 

ჩაგვსვეს გულის მოლოდინის სიაში, 11 თვე ველოდეთ. დონორი გამოჩენა, მაშინვე საოპერაციოდ გაიყვანეს.

 

ათ საათიანი ოპერაციის შემდეგ, ათ დღეში რეანიმაცია დავტოვეთ და გადავედით კარდიოლოგიურ განყოფილებაში. ამის მერე რეაბილიტაციის ცენტრში მოვხვდით პარალიზებული მხარის რეაბილიტაციისთვის.

 

ბავშვი ვერ დადიოდა, რეაბილიტაციის შემდეგ, სიარული შეძლო. დაენიშნა იმუნოდეპრესანტები, რომლებიც მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს.

 

მძიმე ისტორიის იმედისმომცემი დასასრული

 

როგორც დედისთვის, ძალიან მძიმეა ასეთი ისტორიით ცხოვრებაა. მახსოვს, როცა გული გამოჩნდა, მე ორ ადამიანს ვტიროდი, ეს იყო ის ბავშვი და ჩემი შვილი.

 

არ იტიროო, მამშვიდებდა ექთანი, რომელიც სიხარულს ვერც კი მალავდა. იმ ბავშვის ბედი ეს იყო და მარიამის კი სხვააო.

 

ჩემმა შვილმა სმენა დაკარგა, ამიტომ საუბარიც დაავიწყდა. გაუკეთდა კოხლეარული ინპლანტი და ახლა ვიწყებთ ნელნელა ბგერების აღქმას.

 

დადის სპეციალიზირებულ სკოლაში, სმენადაქვეითებულ და მეტყველების პრობლემის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

მადლობა მინდა გადავუხადო შვეიცარიის სახელმწიფოს, მადლობა თქვენ რომ შემომეხმიანეთ.

 

ყოველი დღე რომ გავიხსენო ალბათ, ერთი კარგი წიგნია დაიწერება ბავშვზე, რომელმაც იბრძოლა სიცოცხლისათვის.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები