20:34 | 2020-05-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“როცა ასერიოზულებ, მერე იძაბები” – რა აღმოჩენა გააკეთა კარანტინისას “ჩცდ”-ს ნინიმ?

“როცა ასერიოზულებ, მერე იძაბები” – რა აღმოჩენა გააკეთა კარანტინისას “ჩცდ”-ს ნინიმ?

მსახიობმა ნატალია ყულოშვილმა პანდემიური კარანტინის დროს ხატვა დაიწყო. ნატალია რუსთაველის თეატრის დასის მსახიობია. მას ფართო საზოგადოება სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” იცნობს, მაკა ანჯაფარიძის შვილის როლით.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ყვება, თავიდან თიხის ძერწვით დაიწყო და შემდეგ გადავიდა ფერწერაზე. თუმცა ბავშვობის მერე ხატვა არ უცდია და ფუნჯიც არ სჭერია ხელში. ამ პერიოდში კი, მსახიობმა უკვე თხუთმეტი ნამუშევარიც კი დააგროვა.

 

Natalia Kuloshvili-ს ფოტო.

 

ნატალია ყულოშვილი: – ჟამიანობის პერიოდში რომ გასართობი არაფერი იყო, ჯერ ძერწვით დავიწყე. თიხისგან სახლისთვის ჭურჭელს ვძერწავდი და მისი მოხატვა მსურდა. ვიპოვე ჩემი დის ძველი საღებავები, აკრილი. და დავიწყე დღაბნა. ფერებთან შეხება მინდოდა, მათი ერთმანეთში არევა სიამოვნებას მანიჭებდა.

 

მერე ფერებს ფორმების მიცემა დავუწყე. ახლა უკვე შედეგით მეც გაოცებული ვარ. აქამდე ფანქრითაც არ დამიხატავას, არა თუ ფუნჯით. ვცადე და გამოვიდა. ძალიან მსიამოვნებს ხატვა.

 

 

– რას ხატავთ?

 

– ჯერჯერობით ყვავილების, ხეების, მცენარეების, ბუნების ხატვა მიტაცებს. მაქვს სურვილი ისე დავიხვეწო, რომ ადამიანების ხატვაზე გადავიდე.

 

რაც ხატვით სიამოვნების მიღება დავიწყე, იუთუბზე ხატვის სწავლებას ვუყურებ ხოლმე. არც ვიცი, რა და როგორ იქნება, თვითონაც აღმოჩენებში ვარ და მინდა ახალ-ახალი რამ ვხატო.

 

 

რაც არ ვიცი, იუთუბზე ვნახულობ, რაღაცებს ინტუიციურად თვითონ ვხვდები. ზოგჯერ თითებს ვიყენებ, საყოფაცხოვრებო ნივთებსაც. სანამ მასტეხინს (დანა, რომლითაც საღებავებს ერთმანეთში დღვებ) ვიყიდდი, მანამ სახლის დანით ვაკეთებედი ამას. ახლა ახალ-ახალ რამეებსაც ვყიდულობ.

როცა ასერიოზულებ, მერე იძაბები, ამიტომ ვნახოთ… თუ დავიხვეწები, მინდა ხატვის გაგრძელება.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები