fbpx
17:10 | 2021-01-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„როცა აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია, რა ხდება?! – თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს

„როცა აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია, რა ხდება?! – თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს

“კანონი და სამართლის“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება.

 

„ყველაზე ნაკლები პრეტენზია, რაც კი შეიძლება გვქონდეს ივანიშვილთან ეს “პრეტენზიაა“ ანუ რატომ ცხოვრობდა ის ჭორვილაში, სხვა უბედურებებზე მოვთხოვოთ პასუხი, სახელმწიფო რომ მიიტაცა და დაანგრია, ჭაობში და კორუფციაში რომ ჩაალპო, თორემ ნეტავ კი ბევრმა მილიარდერმა მოინდომოს მყუდროდ რაიონში და სოფელში ცხოვრება და იმ კუთხის დახმარება. ( როგორც დასავლეთის ქვეყნებშია)

 

მეტი დაფიქრება მართებთ პოლიტიკოსებს ამ ტიპის უხერხულ განცხადებას, როცა აკეთებენ და აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია რა ხდება, რა უბედურებააა ეს?! საშიშია ასე ფიქრი და აზროვნება!“, – განაცხადა ჩარკვბიანმა.

 

ცნობისთვის, ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც 15 მილიარდი აქვს ჭორვილაში არ უნდა ცხოვრობდეს.

 

თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს“ – თქვა ბუჯანაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X