19:36 | 2020-03-28 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რომელი ქვეყნები უმკლავდებიან ვირუსის შემოტევას ეფექტიანად

რომელი ქვეყნები უმკლავდებიან ვირუსის შემოტევას ეფექტიანად

კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, 10 იანვარს დაფიქსირდა. 12 იანვარს ტაილანდში, ხოლო 14 იანვარს იაპონიაში პირველი ინფიცირებულები გამოჩნდნენ.

 

ამას მოჰყვა სამხრეთ კორეა 19 იანვარს და ამერიკის შეერთებული შტატები – 20 იანვარს.

 

დღეს ინფიცირებულთა რაოდენობით ამერიკა ლიდერობს, 104,256 ადამიანით, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ის ჩამოუვარდება ჩინეთს, იტალიას, ირანს, ესპანეთსა და საფრანგეთს. დღეის მონაცემებით ამერიკაში კორონა ვირუსით 1704 ადამიანია გარდაცვლილი.

 

იტალიაში, რომელმაც ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო და ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა, პირველი ინფიცირებული 29 იანვარს გამოჩნდა. დღეის მონაცემებით, 2 თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა 86.500-მდე გაიზარდა, 9 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. იტალიამ სიკვდილიანობის რაოდენობით ყველა ქვეყანას გადაასწრო და 9134 გარდაცვლილი ჰყავს.

 

ინფიცირებულთა (81.394) რაოდენობით მესამე, ხოლო გარდაცვლილთა (3.295) რაოდენობით მეოთხე ადგილზეა ჩინეთი, თუმცა იქ ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და დღეში მხოლოდ 60-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება.

 

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობით (65.719) მეოთხე დგილზეა ესპანეთი, სადაც პირველი შემთხვევა 29 იანვარს დაფიქსირდა, მაგრამ სიკვდილიანობით (5.138) ის ჩინეთსა და ამერიკას უსწრებს და მეორე ადგილზეა, იტალიის შემდეგ.

 

ინფიცირებულთა რაოდენობით (53,340) გერმანია მეხუთე ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 395-ია. გერმიანიაში პირველი შემთხვევა 26 იანვარს დაფიქსირდა.

 

საფრანგეთი და ირანი ინფიცირებულთა რაოდენობით თითქმის ერთ ნიშნულზე არიან (32.964-32.332), მაგრამ ირანი (2.378) საფრანგეთს (1.995) გარდაცვლილთა რაოდენობით უსწრებს და ამ ნიშნულით მეოთხე ადგილზეა). საფრანგეთში პირველი შემთხვევა 23 იანვარს დაფიქსირდა, ხოლო ირანში – 18 თებერვალს.

 

ვიეტნამში პირველი შემთხვევა 22 იანვარს დაფიქსირდა და 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 169 გახლავთ და არც ერთი ლეტალური შედეგი არ ჰქონიათ.

 

ასევე შრილანკაზე პირველი დაინფიცირებული 26 იანვარს გამოვლინდა და არც აქ დასრულებულა ლეტალურად.

 

საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და დღეის მონაცემებით 85 დაინფიცირებული გვყავს.

 

ერთი დღის შემდეგ, 27 თებერვალს პირველი შემთხვევა გამოვლინდა ბელორუსში, დღეის მონაცემებით 94 ინფიცირებულია და და არც ერთი ლეტალურად არ დამთავრებულა.

 

ასევე 27 თებერვალს დადასტურდა პირველი ფაქტი აზერბაიჯანში. დღეის მდგომარეობით იქ 165 დაინფიცირებული და 3 გარდაცვლილია.

 

29 თებერვალს გამოვლინდა პირველი ფაქტი სომხეთში და დღეის მონაცემებით იქ 372 დაინფიცირებული და 1 გარდაცვლილია.

 

24 თებერვალს პირველი დაინფიცირებული გამოვლინდა ხორვატიაში და დღეის მონაცემებით იქ 635 დაინფიცირებული და 4 გარდაცვლილია.

 

საქართველოს მსგავსად, 26 თებერვალს გამოვლინდა პირველი შემთხვევა ესტონეთში. დღეის მდგომარეობით, იქ 645 დაინფიცირებული და ერთი გარდაცვლილია.

 

საქართველოზე ერთი დღით ადრე, 25 თებერვალს გამოვლინდა პირველი შემთხვევა საბერძნეთში. იქ დღეის მდგომარეობით 966 ინფიცირებული და 28 გარდაცვლილია.

 

24 თებერვალს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა შვეიცარიაში და დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა 13.377, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 242-ია.

 

ძალიან ეფექტიანად გაუმკლავდა ვირუსის შემოტევას იაპონია, რადგან იქ პირველი შემთხვევა 14 იანვარს დაფიქსირდა (მსოფლიოში პირველი შემთხვევიდან მეოთხე დღეს) და დღეის მდგომარეობით იაპონიაში 1.499 ინფიცირებული და 49 გარდაცვლილია.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X