13:50 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის სააკაშვილი ახლა ციხეში? გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?! – გურამ მაჭარაშვილი

რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის სააკაშვილი ახლა ციხეში? გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?! – გურამ მაჭარაშვილი

“სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობას რაც შეეხება, რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის ის ახლა ციხეში? მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?! სააკაშვილის მიმართ არის გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე წლის წინ გამოტანილი და მის ბრალდებებთან დაკავშირებით საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კითხვის ნიშნები არ ჰქონია, არც ჩვენს პარტნიორებს”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

“ე.წ. აქციებს რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აანონსებს, არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან. რაც შეეხება სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობას, აქ ძალიან მარტივი კითხვა უნდა დავსვათ, რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის ის ახლა ციხეში? მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?! თუ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა თქვა, რომ სააკაშვილი მხილებულია დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში?

 

შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ შეუერთდნენ ამ აქციებს, მიიღეს მათთვის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება. 2021 წელს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო პროცენტულად უფრო დაბალი შედეგი, “ნაციონალური მოძრაობის” გაიზრდა, რადგან ეს პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს აყვნენ, ახლა იმედი მაქვს, ეს პარტიები მიხვდებიან, რომ 2024 წლამდე თავიანთი ნიშა უნდა დაიჭირონ საზოგადოებაში, სხვა შემთხვევაში ისინი მუდმივად დამოკიდებული იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივზე,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X