14:16 | 2020-03-20 ავტორი: თამთა თორდია

რომელი ობიექტები არ იხურება – ნახეთ ჩამონათვალი

რომელი ობიექტები არ იხურება – ნახეთ ჩამონათვალი

პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს იმ ობიექტების ჩამონათვალი დაასახელა, რომლებიც არ დაიხურება.

 

ესენია: 

 

    •  კვების ობიექტები
    •  სასურსათო ობიექტები
    •  საკოლმეურნეო ღია ბაზრობები
    •  აფთიაქები
    •  ბენზინგასამართი სადგურები
    •  ბანკები

     

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვებისა და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურისა და ბანკებისა.

 

სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იყოს დახურული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მთავრობამ სავაჭრო ობიექტების დროებით დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

 

ამ თემაზე:

 

საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
2020-03-19საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები