13:04 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

რომელი კომპანია შემოიყვანს თბილისში ახალ მიკროავტობუსებს? – ტენდერის პირობებს დავების საბჭოში ასაჩივრებენ

რომელი კომპანია შემოიყვანს თბილისში ახალ მიკროავტობუსებს? – ტენდერის პირობებს დავების საბჭოში ასაჩივრებენ

ჯერ კიდევ 20 აგვისტოს, „პრაიმტაიმს“ აცნობეს, რომ თბილისის მერიის მიერ ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ მოიგო, რომელსაც ე.წ. ყვითელი „მარშუტკები“ 2020 წლის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილებით უნდა ჩაენაცვლებინა.

 

აღმოჩნდა, რომ ბოლო მომენტში „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან კომპანია ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ სატენდერო პირობას – წარმოების 30 წლიანი გამოცდილება.

 

ტენდერის ერთ-ერთი პირობად, ასევე დასახელებულია 10 წლიანი საიდლიერო გამოცდილება.

 

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ ერთი კომპანიაა, რომელიც ამ და სხვა ყველა პირობას ზედმიწევნით აკმაყოფილებს. საუბარია „ჯითი მოტორსზე“, რომელიც გახლავთ „ფორდის“ ოფიციალური დილერი საქართველოში.

 

სხვა ავტოდილერებს ეჭვი აქვთ, რომ ტენდერი სწორედ „ჯითი მოტორსზეა“ მორგებული.

 

„მეორედ გამოცხადებისას ტენდერში რაღაცები შეცვალეს, ორ “სკატიანის” და უკანა წამყვანის მოთხოვნა ამოაგდეს, მაგრამ დატოვეს 30-წლიანი გამოცდილება, ასევე დაამატეს საქართველოში დილერობის 10-წლიანი სტაჟი. ჩვენ 10-წლიანს ვაკმაყოფილებთ, 30-წლიანს ვერა, თუმცა ეს 10-წლიანიც ისეთია, ვიღაცა მოკლეს ამით, აი, 9 წელი რომ იყოს, რა პრობლემაა?” – ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“ „ჰიუნდაის“ დილერი კომპანიის წარმომადგენელი, ვადიმ აკოფიანი.

 

ამჟამად, აღნიშნული ტენდერი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშია გასაჩივრებული. სარჩელში სატენდერო პირობების შეცვლა და კონკურენტული გარემოს გაზრდაა მოთხოვნილი.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები