17:24 | 2021-03-03 ავტორი: ზურა დვალაშვილი

რომელი დაავადებები შეიძლება უკავშირდებოდეს მთქნარებას – გიორგი ღოღობერიძე მთქნარების მიზეზებზე საუბრობს

რომელი დაავადებები შეიძლება უკავშირდებოდეს მთქნარებას – გიორგი ღოღობერიძე მთქნარების მიზეზებზე საუბრობს

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო-ჩართვას ავრცელებს, სადაც მთქნარებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

 

“ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი ჩემს ცხოვრებაში არის უმძიმესი დღეები, ფაქტობრივად, დილის 4 საათიდან ღამის 12-მდე სულ ლექციებია. როცა ფიქრობ, რომ ხვალინდელი დღე ძალიან დაძაბულია. ავტომატურად გამთქნარებს. მე მინდა გითხრათ რა არის მთქნარება, რა იწვევს მას და რომელი დაავადებები შეიძლება უკავშირდებოდეს მთქნარებას.

 

მთქნარებას აქვს ძალიან ბევრი ახსნა, მათი ნაწილი სწორია, ნაწილი არასწორია, ბევრი საჭიროებს დადასტურებას. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ მთქნარების მიზეზი შეიძლება იყო სხეულში დიდი რაოდენობით co2-ის დაგროვება. მაგრამ ჩვენ, რომ გარემოში co2-ის რაოდენობა შევამციროთ, მთქნარება მაინც ექნება ადამიანს.

 

კიდევ ერთი ვერსიაა, რომ როდესაც ადამიანი ამთქნარებს, უფრო მეტად ხდება კონცენტრირებული,

მესამე ახსნა შეიძლება იყო ის, რომ ამ დროს თავის ტვინი გრილდება. ჯერჯერობით მიდის შესწავლა აქედან კაცმა არ იცის რა არის სწორი.

 

მაგრამ მთქნარებას აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება, სარკისებრი რეაქცია, თუ ვინმე ამთქნარებს, ავტომატურად შენც ამთქნარებ. თუ ვინმე ტელეფონზე საუბრობს და ამთქნარებს, მაშინ შენც ავტომატურად გიჩნდება მთქნარების სურვილი. რატომ ჩნდება ეს რეაქცია?! იმიტომ, რომ ადამიანს შუბლის წილში აქვს სარკისებრი ნეირონები. რასაც ხედავენ იმავეს იმეორებენ შენში. გიღიმი, შენც იღიმები, გაბრაზებული ვარ, შენც გაბრაზდები. ეს არის სარკისებრი რეაქცია.

 

მაგრამ ზოგჯერ მთქნარება არის პათოლოგიური. პირველ რიგში შეიძლება იყოს, თუ ადამიანი არის დაღლილი, დაძაბული, უძინარია. თუ ღამით ხვრინავ, დღის საათებში ამთქნარებს ხოლმე. ასევე, თუ სვავ ანტიდეპრესანტებს, იცოდე, რომ მას ასევე ახლავს მთქნარება.

 

ძალიან მძიმე რაღაცებიც შეიძლება იწვევდეს მთქნარებას, მათ შორის ეს არის სისხლჩაქცევა. თუ შენ გაქვს თავის ტვინის სიმსივნე და ღიზიანდება მთქნარების ცენტრი, ავტომატურად გამთქნარებს.

 

გულის დაავადების მქონე ადამიანებში მთქნარება ხშირი მოვლენაა. ეპილეფსიასაც ახლავს ხოლმე მთქნარება.

 

კიდევ ასეთი დაავადებაა, გაფანტული სკლეროზი, ამ დროს თავში იშლება თეთრი ნივთიერება და მაგ დაავადების მქონე ადამიანებში ხშირია მთქნარებები. და კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ ადამიანს აწუხებს ღვიძლის დაავადებები, ავტომატურად იწვევს მიდრეკილებას მთქნარებისკენ”, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

 

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X