10:33 | 2020-04-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რომელ ტაძარში მსახურობს სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ცენტრალურ უბანში, მდებარე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

 

„კურიერის“ ინფორმაციით, სასულიერო პირი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში დაინფიცირდა, იქ სადაც თავად მსახურობდა. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული სასულიერო პირის ყველა კონტაქტი შესწავლილია. მას კორონავირუსი მრევლისგან გადაედო.

 

სასულიერო პირი ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესიაში მსახურობს.

 

ამის შემდეგ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა, მოინახულა მისი და, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, „თიმის“ თანამშრომელია, რომელმაც თავის მხრივ კლინიკის კიდევ 4 თანამშრომელი დააინფიცირა.

 

სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის მერე ტაძარში არ ყოფილა, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

 

ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია.

 

ცნობისთვის სასულიერო პირს კორონავირუსი გუშინ, დღის ბოლოს დაუდასტურდა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X