14:45 | 2020-03-19 ავტორი: ლიზი მეტრეველი

რომელ ქვეყნებში არიან კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველები?

რომელ ქვეყნებში არიან კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველები?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

 

საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართველები covid-19-ს ებრძვიან.

 

„ეს ბუნებრივია ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საკონსულოებსა და საელჩოებს. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში.

 

ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემხვევებიდან გამომდინარე“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X