01:09 | 2021-04-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რომელ პროფესიებს მოაქვს წარმატება ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ნახეთ მიხეილ ცაგარელის რჩევები

რომელ პროფესიებს მოაქვს წარმატება ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ნახეთ მიხეილ ცაგარელის რჩევები

თუ ასტროლოგიურად ზუსტად იცით, კონკრეტულად რა ტიპის საქმიანობაა ბედნიერების მომტანი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის და მას აირჩევთ, მაშინ ცხოვრებას გაიმარტივებთ – გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევა-რეკომენდაციებს:

 

ვერძი – თქვენთვის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად კარგად წარმოსაჩენად, სამხედრო საქმე, სპორტი და ცეკვა მოიაზრება. ზოგადად კი, ნებისმიერი საქმეა მისაღები, რომელიც ლიდერული თვისებების გამოვლენას გულისხმობს.

 

კურო – თუ ცდით, აღმოაჩენთ, რომ კულინარის როლში საკმაოდ თამამი და წარმატებული ხართ. თქვენთვის, ასევე, წარმატებული სფეროებია მშენებლობა და ინტერიერის დიზაინი.

 

ტყუპები – თქვენი კოსმიური მისია და მოწოდება შუამავლისა და კონსულტანტის პროფესიაა. ასევე, ჟურნალისტიკა.

 

ბოდიშს ვუხდი ყველა 40-ს გადაცილებულ ადამიანს - რას ნანობს ხატია სიჭინავა
2021-04-07ბოდიშს ვუხდი ყველა 40-ს გადაცილებულ ადამიანს - რას ნანობს ხატია სიჭინავა

 

კირჩხიბი – ოჯახზე, ფესვებზე დამოკიდებული ადამიანია, ამიტომ, სულიერად ბედნიერი იქნება თუ დაკავდება ისტორიით, ანტიკვარიატით ან სიძველეების მოვლით.

 

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის მთავარია ამბიციები, საკუთარი იმიჯი და უფროსობა. ამიტომ, მისთვის იდეალური ორგანიზატორის საქმიანობაა. ასევე, შემოქმედებითი სფეროები და ფსიქოლოგია.

 

ქალწული – საშინლად აღიზიანებს ქაოსი. ამიტომ, ბედნიერად ნებისმიერ სფეროში იგრძნობს თავს, სადაც მას „დალაგებისა“ და ზრუნვის საშუალება მიეცემა. მისთვის საუკეთესოა მედიცინის სფერო, სადაც ის მაქსიმალურად დაიხარჯება და სხვებზე ზრუნვითა და მკურნალობით თავის კოსმიურ მისიასაც შეასრულებს.

 

სასწორი – პოეტური და რომანტიკული ნიშანია, გამოკვეთილი სამართლიანობის გრძნობით. პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: მოდა, დიზაინი, არქიტექტურა, ასევე, იურისპრუდენცია.

 

Exclusive: რიმა ლუკაშენკოს იდუმალებით მოცული ისტორია - როგორ მოხვდა 3 წლის გოგონა საქართველოდან, უზბეკი კრიმინალის ოჯახში
2021-04-07Exclusive: რიმა ლუკაშენკოს იდუმალებით მოცული ისტორია - როგორ მოხვდა 3 წლის გოგონა საქართველოდან, უზბეკი კრიმინალის ოჯახში

 

მორიელი – გამოწვევებისა და ექსტრემის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მისი კოსმიური მისია და ცხოვრებისეული მოწოდება ნებისმიერი ტიპის ექსტრემალური პროფესიაა, დაწყებული მრბოლელის პროფესიით, დასრულებული მაშველისა და კასკადიორის საქმიანობით.

 

მშვილდოსანი – უყვარს სხვებისთვის მორალის კითხვა და ჭკუის სწავლება. ამიტომ, დედამიწაზე მისი მოწოდება და კარმული მისია კარგი ლექტორობა და მასწავლებელის პროფესიაა. მეორე სისუსტე კი მოგზაურობაა. შესაბამისად, ტურიზმშიც საკმაოდ წარმატებულია.

 

თხის რქა – დისციპლინა და კარიერული ამბიციები აწუხებს. მისთვის, აუცილებელია საქმიანობა, რომელიც წინსვლისა და პროფესიულად გაზრდის საშუალებას მისცემს. ამას თავად ალღოთი და ინტუიციურად გრძნობს.

 

მერწყული – თავისუფლად მოაზროვნე, კრეატიული ნიშანია. ბედნიერი იქნება, თუ რაიმე ტიპის ჯგუფურ საქმიანობაში ჩაებმება ან სოციალური პროექტებით დაკავდება.

 

თევზები – ფაქტობრივად, უდიპლომო ფსიქოლოგები არიან. მათთვის, ერთი სიამოვნებაა ადამიანური ისტორიების მოსმენა და რჩევების გაზიარება. ამიტომ, სასურველია, ზუსტად ამ პროფესიაში ან ხელოვნებაში სცადონ ბედი.

 

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X