fbpx
11:53 | 2020-09-28 ავტორი: Prime Time

„რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია!“ – კახა კალაძე „დინამოს“ ფარერებთან წაგებას სამარცხვინოს უწოდებს

„რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია!“ – კახა კალაძე „დინამოს“ ფარერებთან წაგებას სამარცხვინოს უწოდებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, „დინამოს“ ფარერებთან წაგება სამარცხვინო იყო. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია.

 

„ჩვენ ფეხბურთში არწივები გვყავდა, დღეს ინდაურები უფრო მეტნი არიან“ - რევაზ ძოძუაშვილი
2020-09-25„ჩვენ ფეხბურთში არწივები გვყავდა, დღეს ინდაურები უფრო მეტნი არიან“ - რევაზ ძოძუაშვილი

„ამხელა ისტორიის მქონე გუნდი, ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს რა დამოკიდებულება აქვთ – ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ „თბილისის დინამო“ ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, „დინამო თბილისის” ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ “კლაკსვიკთან” 6-1-ით წააგო.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X