18:54 | 2021-03-30 ავტორი: თამარ გონგაძე

“რომ ღლიცინებთ და პროფესორობთ, მობრძანდით, ბატონო და მიიღეთ მონაწილეობა” – ვის მიმართავს “მამულიჩა”

“რომ ღლიცინებთ და პროფესორობთ, მობრძანდით, ბატონო და მიიღეთ მონაწილეობა” – ვის მიმართავს “მამულიჩა”

მუსიკალური პროდიუსერი, კახა მამულაშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით, იმ ტელემაყურებელს მიმართავს, ვინც ლელას შოუს სტუმრებს, სიმღერის ბლოკში აკრიტიკებს. როგორც “მამულიჩა” წერს, რეპეტიციის დროს, შოუს სტუმრები, ლელას სიმღერებს კარგად ასრულებენ, პირდაპირ ეთერში კი, ნერვული ფონის გამო, “ისე” კარგად ვეღარ მღერიან.

 

კახა მამულაშვილი: – მეგობრებო, ასეთი ადვილი რომ იყოს ლელას სიმღერების შესრულება “ნონსტოპთან” ერთად ლელას გადაცემაში…

 

გადაცემის სტუმრებზე ვუყურებ კომენტარებს… რა თქმა უნდა, აზრის დაწერის უფლება ყველას აქვს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ნერვიულობენ… რეპეტიციებზე უკეთესები არიან, მაგრამ როცა უკვე გადაცემაში მღერიან, ეტყობათ ნერვიულობა და ისე აღარ გამოსდით სიმღერა, იმიტომ რომ სტუმრების 80 პროცენტი არაპროფესიონალია.

 

ეს სოციალური პროექტია და რომ ღლიცინებთ და პროფესორობთ ზოგიერთები, მობრძანდით ბატონო და მიიღეთ მონაწილეობა, კარი ღიაააა ყველასთვის, ვისაც სმენა აქვს…

 

მადლობა ყველას, ვინც აქამდე მიიღო მონაწილეობა, ჩამოვიდა რაიონებიდან და უპირველესად, აისრულა თავისი ოცნება.

 

წარმატებები ყველა მონაწილეს თავიანთ ცხოვრებაში.

 

ჩემი პატივისცემა თქვენ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!