fbpx
15:30 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

„რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქურდებთან ვიზრდები ბიჭო“ – სკანდალური ჩანაწერი

„რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქურდებთან ვიზრდები ბიჭო“ – სკანდალური ჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ფარულ ჩანაწერს, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

 

„კანონიერ ქურდებთან“ კავშირის, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამოძალვის ფაქტზე სულ 13 პირია დაკავებული.

 

„24 წლის წინ რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქუჩაში მოვდივარ, ქურდებთან ერთად ვიზრდები ბიჭო“, – მიმართავს ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი ბიზნესმენს, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

 

პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათთვის მიმართვის ბრალდებით 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 13 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში და მხარდაჭერაში ედებათ.დაკავებულები სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ.პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპიუტერული ტექნიკა, ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია 16 000 დოლარი და 3 ძვირადღირებული მანქანა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 223-ე პრიმა, 126-ე, 223-მე-3 პრიმა და 223- მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ოთხშაბათი, 20 მაისი, 2020

 

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს ბათუმში მცხოვრები 24 წლის თორნიკე ოკრიბელაშვილია.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მან თანამზრახეველებთან ერთად ბიზნესმენი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა, თითქოს რესტორანში სასაუბროთ, რეალურად კი მიიყვანა თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც მოუწყეს ქურდული გარჩევა.

 

ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური დაზიანების მუქარით მოსთხოვეს პროცენტის გადახდა, რომელიც მათი თქმით, განკუთვნილი იყო „კანონიერი ქურდებისთვის: მინდია გორაძისთვის (ლავას ოღლი), გიორგი გოგელიანისთვის და ვარლამ კუხიანიძისთვის (ვატია).

 

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თანხა ფიზიკურად არ ჰქონდა და ის ვერაფერს გადაიხდიდა, რის გამოც კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

 

აიძულებდნენ მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გამოეტანათ ნივთები, დაელომბარდებინათ და ისე გადაეხადა ქურდულ საერთოში შესატანი პროცენტი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X