15:26 | 2020-04-04 ავტორი: Prime Time

რომ არა ორი პატრული, ეს საღამო შეიძლება ცუდად დამმახსოვრებოდა – რას წერს ახალგაზრდა გოგო კომენდანტის საათზე და პატრულზე

რომ არა ორი პატრული, ეს საღამო შეიძლება ცუდად დამმახსოვრებოდა – რას წერს ახალგაზრდა გოგო კომენდანტის საათზე და პატრულზე

სოციალურ ქსელში საყოველთა კარანტინის მდგომარეობაში პოლიციელების გულისხმიერების შესახებ ბევრი წერს.

 

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავს გადამხდარი შემთხვევის და პატრულის დახმარების შესახებ დაწერა.

 

„გუშინ საღამოს საკმაოდ არასასიამოვნო და სახიფათო ინციდენტი შემემთხვა, რამაც მომცა იმის რწმენა, რომ არანაირი კორონა აღარ შემაშინებს და არის კორონაზე უფრო საშიში შემთხვევები რამაც შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმოს (laugh) ეს საღამო საკმაოდ ცუდად შეიძლებოდა დამმახსოვრებოდა, მაგრამ ორი პატრულის წყალობით, რომლებმაც ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინეს ჩემს მიმართ და ძალიან გამამხნევეს ჩემი სახიფათო საღამო სრულიად დადებითად აქციეს. მათი წყალობით 3 აპრილი ჩემთვის ცუდი ასოციაციის ნაცვლად გამოიწვევს დადებით და ადამიანებში რწმენის ასოციაციას! მადლობა მათ დახმარებისთვის“, – წერს ახალგაზრდა გოგო, რომელიც პატრულთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

 

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგოს სახლში დენმა დაარტყა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, საჭირო სამედიცინო მანიპულაცია საკმაოდ გვიან დასრულდა, და კომენდანტის საათის გამო ის სახლში მისვლას ვეღარ ახერხებდა.

 

როგორც ირკვევა, გოგო სახლში უვნებლად ორმა პატრულმა მიიყვანა. საჯარო მადლობაც სწორედ პატრულის ამ საქციელს მოჰყვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ეს ბებო შვილთან ფეხით მიდიოდა, როცა ავტობანზე პატრული წამოეწია - ნახეთ ვიდეო, როგორ განვითარდა ამბავი
2020-03-27ეს ბებო შვილთან ფეხით მიდიოდა, როცა ავტობანზე პატრული წამოეწია - ნახეთ ვიდეო, როგორ განვითარდა ამბავი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები