20:46 | 2020-06-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, მე უნდა შევამოწმო” – რის ჟიურიშია ადვოკატი, მიშიკო რამიშვილი

“როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, მე უნდა შევამოწმო” – რის ჟიურიშია ადვოკატი, მიშიკო რამიშვილი

ავტორ-შემსრულებელი ზვიად ბოლქვაძე ჩელოისტ ლიზა რამიშვილთან ერთად საინტერესო პროგრამაზე მუშაობს.

 

ეს ტანდემი ოთარ რამიშვილის და ზვიადის სიმღერებს განსხვავებული, თანამედროვე ჟღერადობით წარადგენს მსმენელის წინაშე (როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება).

 

მუსიკოსების ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. ეს დუეტი მსემენელმა “პირველი არხის” მუსიკალურ პროექტ “აკუსტიკაში” და გადაცემა “პროფილში” მოისმინა.

 

როგორც ზვიადი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ეს ერთჯერადი პროექტი არ იქნება და ის ლიზასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობასაც გეგმავს.

 

ზვიად ბოლქვაძე: – ამ სიმღერებში ჩელო წინა პლანზეა წამოწეული. მე ვუკრავ როიალზე და შიგადაშიგ – გიტარაზე.

 

პროგრამას ოთარ რამიშვილის და ჩემს ძველ და ახლ სიმღერებზე ვაწყობ, კამერული და საინტერესოდ თანამედროვე ჟღერადობით.

 

2020-05-06"ეს ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო" - შვილიშვილზე ოთარ რამიშვილის წინასწარმეტყველება ახდა

 

საინტერესო დუეტები გვაქვს ოთარის სიმღერებზე. ჩემი სიმღერები სპეციფიურია და ჩელოს დატვირთვა უფრო მეტად მექნება. კარგი დასაკრავია ლიზასთვის.

 

 

ჩელო ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც საჯაროდ გამოვიტანე – “ამოდუღდი”, ჩელოსთან ერთად მქონდა გაკეთებული. ეს არის სიმღერები, რომელიც იწერება, მაგრამ მისი შესრულება იშვიათად მიწევს. არც მოთხოვნილება ყოფილა და არც საშუალება, რომ გამეჟღერებინა.

 

ნელ-ნელა იქნებ კონცერტის საშუალება მოგვეცეს და სივრცე გამოინახოს, რომ წარვდგეთ მსმენელის წინაშე.

 

მთავარია, მშვიდობა იყოს და ჩვენს დუეტს ბოლო არ ექნება. მე რამიშვილების ოჯახთან კარგი ურთიერთობა მაქვს. “ჯეოსტარისთვის” ოთარ რამიშვილის ტურის მომზადებისას ახლოს გავიცანი ეს ოჯახი.

 

ლიზა ძალიან მიყვარს, ნიჭიერი ბავშვია, კარგი მუსიკოსია. სამომავლოდ ნაწარმოებებიც დაიწერება, რომელსაც ის შეასრულებს. ღმერთით, ვნახოთ…

 

„ვენაცვალე გურულებს” - როგორ ეხმაურება მიშა რამიშვილი მამის ბილბორდის დადგმას ჩოხატაურში
2020-01-27„ვენაცვალე გურულებს” - როგორ ეხმაურება მიშა რამიშვილი მამის ბილბორდის დადგმას ჩოხატაურში

 

როგორც ცნობილი ადვოკატი, ლიზას მამა, მიშიკო რამიშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, მას ჯერ შვილისა და ზვიადის ახალი ნამუშევარი არ მოუსმენია.

 

მიშიკო რამიშვილი: – ზვიადი უნიჭიერესი ბიჭი და გადასარევი ადამიანია. უკვე ერთი კვირაა რეპეტიციობენ. მე ჯერ არ მომისმენია მამას სიმღერებს როგორ აკეთებენ, თუმცა როგორც ოთარის “შენ შორსა ხარ” გააკეთეს, ალბათ, იმ სტილში იქნება სხვა სიმღერებიც.

 

მუშაობას რომ დაასრულებენ, მე როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, უნდა შევამოწმო, კონცერტამდე. ჯერჯერობით არ მაჩვენებენ (იცინის).

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები