11:11 | 2020-03-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორც თბილისის მერი და ერთი მილანელი ბიჭი, თქვენთან ვარ ქართველებთან ერთად – კალაძე

როგორც თბილისის მერი და ერთი მილანელი ბიჭი, თქვენთან ვარ ქართველებთან ერთად – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე კორონავირუსის პანდემიის გამო, Instagram-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, მადლობა უხდის ექიმებს და იტალიელ ხალხს თანაუგრძნობს:

 

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს.

 

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

 

ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია.

 

ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

 

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ.

 

სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ! თავს გაუფრთხილდით!“, – წერს კახა კალაძე.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ყველაზე რთული ვითარება კვლავ იტალიაშია, სადაც 6 077 ადამიანი გარდაიცავალა, 63 927 კი ინფიცირებულია.

 

სიკვდილიანობის მხრივ, მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც პანდემიას 3 277 ადამიანი ემსხვერპლა. რთული ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 2 311 ადამიანი დაიღუპა.

 

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X