fbpx
19:49 | 2020-11-19 ავტორი: Prime Time

როგორ იზეიმეს ქართველმა ქალმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა (ვიდეო)

როგორ იზეიმეს ქართველმა ქალმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა (ვიდეო)

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ქართველმა ფეხბურთელებმა დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი „კლუჟი“ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დაამარცხეს.

 

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ჭყონიამ გაიტანა.

 

„ლანჩხუთის“ Facebook-გვერდზე ქართველი ფეხბურთელების გასახდელში გადაღებული კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ ზეიმობენ გამარჯვებას ჩვენი ფეხბურთელები.

 

საგულისხმოა, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X