16:32 | 2020-03-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორც გავარჩიოთ ალერგიისა და კორონავირუსის სიმპტომები ერთმანეთისგან – ინფექციონისტის განმარტება

როგორც გავარჩიოთ ალერგიისა და კორონავირუსის სიმპტომები ერთმანეთისგან – ინფექციონისტის განმარტება

ხველა, სუნთქვის გართულება და ა.შ. – როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რამდენად სახიფათოა ის სიმპტომი, რომელიც აქვს. თემაზე ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „სხვა შუადღეში“ საუბრობს.

 

ინფექციონისტი ამბობს, რომ კორონავირუსი არახელსაყრელ სეზონზე გავრცელდა. ასევე დაემთხვა გრიპის ეპიდემიას და დიდი არეულობა შექმნა.

 

პაციენტების უმრავლესობას, ვისაც სეზონური ალერგია აქვს, კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი სიმპტომები და იციან, რასაც მოელიან.

 

„სიმპტომებით ცალსახა გარჩევა კორონავირუსია თუ ალერგია, შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ყურადღება გასამახვილებელი ნიშნები: მაგალითად, კორონავირუსული ინფექციისთვის ნაკლებად, ან პრაქტიკულად არ არის დამახასიათებელი კონიუქტივიტი, რაც ალერგიულ პაციენტებში ძალიან ხშირია.

 

სურდოც შედარებით ნაკლები სიხშირის სიმპტომია ამ ინფექციის დროს. წამყვანი სიმპტომი არის ტემპერატურის მომატება, რაც ალერგიის დროს არ გვაქვს.

 

ერთადერთი იკვეთება ხველა. მშრალი ხველა შეიძლება როგორც ალერგიული ფონის მქონდე პაციენტებს, ისე კორომავირუსით ინფიცირებულებს ჰქონდეთ. თუმცა, კორონავირუსის ინფექციის შემთხვევაში იზოლირებული ხველა იშვიათია.

 

რაც მთავარია, თუ არ არის ტემპერატურა და არის მსუბუქი სიმპტომები, თუ წარმოვიდგენთ უარეს სცენარს, რომ მართლაც კორონავირუსული ინფექციაა, ასე მსუბუქად მიმდინარე მაინც არ ქმნის კონკრეტული ადამიანისთვის ჯანმრთელობის პრობლემებს და ბევრი ამ მსუბუქ სიმპტომებს ისე გადაიტანს, რომ ვერც გაიგებს და არავითარი გართულება ექნება.

 

მთავარია, ტემპერატურის მომატებას (38 გრადუსამე) და სუნთქვის გაძნელება. ალერგიის შემთხვევაში, ამ ტიპის სუნთქვის გაძნელება ძალიან იშვიათად გვაქვს“, – განმარტავს მაია ბუწაშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X