23:22 | 2020-04-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს – ცერცვაძე

როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს – ცერცვაძე

როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს მისთვის სენსიტიური თემაა.

 

„დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე, როგორც ექიმი, მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები იქნება ეს ზიარება ერთი კოვზის გამოყენებით, თუ მაგალითად, იქნება ეს ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს. ვფიქრობ, რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

მისი განცხადებით ეკლესიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანციის დაცვაში.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები