fbpx
02:30 | 2020-10-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორც ახლა დავდივარ ბათუმში, ფეხით, მინდა ასევე დავუბრუნდე ბათუმს პარლამენტიდან თავაწეული – რესან კონცელიძე

როგორც ახლა დავდივარ ბათუმში, ფეხით, მინდა ასევე დავუბრუნდე ბათუმს პარლამენტიდან თავაწეული – რესან კონცელიძე

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  გენერალი რესან კონცელიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ მას თანაქალაქელები სამართალდამცველ სტრუქტურაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, თბილად ხვდებიან და ამბობს, რომ სურს, თუ პარლამენტის წევრი გახდება, დეპუტატობის ვადის ამოწურვის შემდეგაც, ბათუმელებს თავაწეული შეხვ​დეს და მასზე ახალგაზრდებმა თქვან, რომ რესან კონცელიძემ ხალხისა და ქვეყნის წინაშე, თავისი ვალი შეასრულაო.

 

„ეს ქვეყანა სააკაშვილმა შექმნა“ - ვარშალომიძე
2020-09-01„ეს ქვეყანა სააკაშვილმა შექმნა“ - ვარშალომიძე

 

„პოლიციასა და პროკურატურაში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. ვარ გენერალი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა გამიკეთებია. ვაკეთებდი აჭარისთვის, მოსახლეობისთვის, ბათუმელებისთვის მათი უფლებებისთვის და დაცვისთვის, მაქვს სამეცნიერო ხარისხები. შემიძლია კანონპროექტების წერა და კანონის განხილვაში მონაწილეობის მიღება. მეტის გაკეთება შემიძლია პარლამენტიდან ჩემი ბათუმელებისთვის, ჩემი ხალხისთვის. მინდა, გამოვადგე ჩემს მოსახლეობას და იმ ხალხს, ვისთანაც ერთად დავდივარ.

 

როგორც ახლა დავდივარ ბათუმში, ფეხით, მინდა ასევე დავუბრუნდე ბათუმს პარლამენტიდან თავაწეული. მინდა ასე ვიარო 4 წლის შემდეგ ბათუმში. მინდა ახალგაზრდებმა თქვან, ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ქუჩაში თუ კაბინეტში კრიმინალს, სიბოროტეს, დანაშაულს ეომა. პარლამენტში იყო და ბათუმისთვის გააკეთა ის, რაც შეძლო. ახლა კი, დადის ბათუმში და მოიხადა თავისი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშეო.

 

თუ პარლამენტში ვერ მოვხვდი, გავაგრძელებ სტუდენტების აღზრდას, როგორ მართონ ქვეყანა, ვასწავლი გამბედაობას. ისინი აუცილებლად იქნებიან წარმატებულები და მაინც იტყვიან – თავისი ვალი მოიხადაო. რასაც მათ შევპირდები, შევეცდები, რომ ყველაფერი შევასრულო.“ – ამბობს რესან კონცელიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X