fbpx
17:50 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

„საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, რემდესივირი გადაისხა“ – როგორია თენგიზ ცერცვაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  

„საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, რემდესივირი გადაისხა“ – როგორია თენგიზ ცერცვაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  

„ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბერიძე აცხადებს.

„ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ
2020-11-21„ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ" - ჟურნალისტი ნათია ბერიძე

 

„სტაბილური მდგომარეობაა და ანალიზებსაც ახალი არაფერი უჩვენებია, ისევ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. რემდესივირი გადაისხა, თუკი არ გაუარესებულა მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ ამ მედიკამენტის დამსახურებაა, თუმცა მე კომპეტენტური არ ვარ და ზუსტად ვერ გეტყვით.

 

რაც შეეხება ქალბატონ ანა თოფურიას, ის კვლავ სახლში განაგრძობს მკურნალობას, მას არ აქვს სიმპტომები, თუმცა დღის მეორე ნახევარში, ოდნავ ტემპერატურის მატება აქვს და უმნიშვნელო ყელის ტკივილი, ის ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში უსიმპტომოა“,- აცხადებს „პრაიმტაიმთან“ გიორგი ბერიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X