23:29 | 2020-04-05 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

როგორია საჩხერეში ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

როგორია საჩხერეში ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

„ექიმი თავს სტაბილურად გრძნობს. თვითონ არის მაღალი დონის პროფესიონალი და შესაბამისად, მან იცის დაავადების მიმდინარეობაც“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საჩხერეში COVID-19-ით ინფიცირებულ ექიმს ტესტი ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დამტკიცებული ახალი ალგორითმის მიხედვით ჩაუტარდა, რომელიც ინფიცირებულებთან ინტენსიურ კონტაქტში მყოფების კვლევას ითვალისწინებს:

 

„საჩხერის საავადმყოფოში ჩატარდა პრევენციული კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე ჩვენს ექიმს დაუდგინდა კოვიდ-ინფექცია. ის თავს სტაბილურად გრძნობს. თვითონ არის მაღალი დონის პროფესიონალი. შესაბამისად, მან იცის დაავადების მიმდინარეობაც. ამ ეტაპისთვის მასზე ზრუნავენ სხვა მისი კოლეგები და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დღის ბოლოს ველოდებით დამატებით თანამშრომლებზე ჩატარებულ კვლევებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება კონკრეტულად ამ ექიმთან“, – განმარტა ტიკარაძემ.

 

საჩხერის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლეს კორონავირუსის ინფექცია დღეს დაუდასტურდა. ამის შესახებ საჩხერის მერმა განაცხადა, რომელიც განმარტავს, რომ მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და ინფექცია სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო. თავად ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები