22:09 | 2020-06-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როგორია პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თემქაზე ნაჯახით დაჭრეს

როგორია პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თემქაზე ნაჯახით დაჭრეს

პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, თემქაზე ნაჯახით დაჭრეს, სტაბილურად მძიმეა.

 

როგორც კლინიკა „ჯერარსში“ აცხადებენ, დაჭრილ პოლიციელს შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა უტარდება.

 

გადმოსვენების შემდეგ სახლში არ შეუყვანიათ, პირდაპირ სასაფლაოზე დაკრძალეს - მე-15 გარდაცვლილი პაციენტის მეუღლეც დაინფიცირებულია
2020-06-28გადმოსვენების შემდეგ სახლში არ შეუყვანიათ, პირდაპირ სასაფლაოზე დაკრძალეს - მე-15 გარდაცვლილი პაციენტის მეუღლეც დაინფიცირებულია

 

„შემოსვლისას აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა მარცხენა მტევნის მეოთხე მეხუთე თითებს შორის, საიდანაც აღენიშნებოდა აქტიური არტერიული სისხლდენა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. უტარდება შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა. პაციენტი საოპერაციო ბლოკში იმყოფება“,- განაცხადა კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე მუმლაძემ.

 

შსს-ს ცნობით, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საპატრულო ეკიპაჟი თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მივიდა.

 

„პრაიმტაიმით“ ინფორმაციით, ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი მამაკაცმა ნაჯახით დაჭრა და მეშვიდე სართულიდან გადახტა.

 

მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X