11:21 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

როგორია ნიუ-ჰოსპიტალთან უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა – ექიმის განმარტება

როგორია ნიუ-ჰოსპიტალთან უმძიმესი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა – ექიმის განმარტება

„ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმის ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის.

6 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - ზოოპარკს სიცოცხლის ახალი სიმბოლო ჰყავს
2021-06-126 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - ზოოპარკს სიცოცხლის ახალი სიმბოლო ჰყავს

 

როგორც ექიმი აცხადებს, მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.

 

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება ოთხი პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ექიმმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთი პირი დაიღუპა.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!