07:59 | 2020-03-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

31 მარტს  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში 31 მარტს უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი იქნება. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: თათია ცუკოშვილი


X