12:19 | 2020-03-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშის მდგომარეობა

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშის მდგომარეობა

კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოზარდს განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს.

 

„მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასზე ჩვეულებრივად გრძელდება მეთვალყურეობა, როგორც ყველა პაციენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინის რეჟიმში 245 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58 პაციენტი იმყოფება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ინფიცირებულებიდან პნევმონია 7 პაციენტს დაუდგინდა - როგორია მათი მდგომარეობა
2020-03-13ინფიცირებულებიდან პნევმონია 7 პაციენტს დაუდგინდა - როგორია მათი მდგომარეობა

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X