12:40 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

როგორია ფონიჭალაში დაჭრილი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ფონიჭალაში დაჭრილი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმის განმარტებით, თბილისში ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილია.

 

ექიმის ინფორმაციით, გუშინ დაჭრილ მამაკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

 

ვინ არის კაცი, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა
2020-09-06ვინ არის კაცი, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა

 

„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გუშინ სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ჩაუტარდათ სათანადო ქირურგიული მანიპულაციები. ამ ეტაპზე, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში, განყოფილებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, შეესაბამება დაზიანებების ხარისხს და ვადას. რჩებიან მორიგე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული“, – განაცხადა ექიმმა.

 

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. 19 წლის ბიჭმა ორი ძმა ცივი იარაღით დაჭრა. იგი უკვე დაკავებულია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები