16:20 | 2020-09-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში – ბოლო მონაცემები

როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში – ბოლო მონაცემები

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 7 ე. წ. „დონას“ კლასტერთან არის კავშირში.

 

ოთხი ინფიცირებული აქამდე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია. ხოლო ორი ინფიცირებულის წყაროს ამ ეტაპზე უცნობია.

 

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 13 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 7 დონას კლასტერთან არის აპელირებული ეს არის როგორც თანამშრომელი, ასევე მომხმარებელი. ასევე დაავადებულთან კონტაქტირებული პირები.

 

ორი კვლევის პროცესშია, სადაც პირველი წყაროს დადგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის შემთხვევას, არის შესული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მთლიანად მიდის ეპიდემიოლოგიური კვლევა აჭარის ტელევიზიაში. გათვალისწინებული იქნება ყველა კონტაქტი და მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.

 

რამდენადაც ვიცი, ტელევიზიის თანამშრომელს ჰქონდა პრელურიდები ანუ კლინიკური ნიშნები და კვლევისთვის პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთ პოლიკინიკას მიმართა. გააჩნია როდის დაეწყო სიმპტომატიკა, პრევენციის მიზნით მთლიანად ტელევიზიის კოლექტივის კვლევა მოხდება“,- განაცხადეა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები