13:37 | 2021-06-08 ავტორი: Prime Time

როგორია ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას, როგორც კი მას ექნება PCR უარყოფითი პასუხი, ის დაუბრუნდება სამუშაოს.

 

ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით, როგორი იქნება რჩევა, რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ახალ ინფექცია გადატანის შემთხვევაში, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე დოზა არ კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X