12:27 | 2020-05-04 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

4 მაისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 593 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 223.

 

კოვიდ ცენტრებში ამ დროისთვის 361 პაციენტი მკურნალობს.

 

კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში 84 პაციენტი მკურნალობს. აქედან ვირუსი 67-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში რჩება 12 მოზარდი.

 

ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ასევე, სამი პაციენტია ასაკობრივად მაღალ რისკის ჯგუფში.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ამ დროისთვის საავადმყოფოში ვირუსის 55 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა ცნობილ კლასტერს ეკუთვნის.

 

კლინიკაში სულ 71 პაციენტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

7 პაციენტს აქვს პნევმონია.

 

ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალოზე მსუბუქია.

 

ასევე, საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ჯერ ვრ ხერხდება.

 

„გვყავს კვლავ ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია. ასევე აქვს თანდართული დაავადებები.

 

მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით მდგომარების სტაბილიზირება ვერ ხერხდება. ვნახოთ რა შედეგი გვექნება“,- აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

4 მაისის მონაცემებით, კლინიკაში 88 პაციენტი იმყოფება, აქედან 68-ს ვირუს აქვს დადასტურებული.

 

დღეს კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერება, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის მოზარდი.

 

რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი რჩება.

 

ასევე, კლინიკაში ვირუსი დადასტურებული აქვს ორსულს. მისი მდგომარეობა სტაბილური და გართულების გარეშეა.

 

ასევე არის დადასტურებული ორსული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ყველა გართულების გარეშეა.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 593-მდე გაიზარდა
2020-05-04საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 593-მდე გაიზარდა

 

ბოლო მონაცემებით: 

 

ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X