12:09 | 2020-04-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული. პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვი ცენტრში არიან გადაყვანილები.

 

კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ინფიცირებულთა  22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

 

3 შემთხვევა სვანეთიდანაა, ხოლო დანარჩენი ბოლნისიდან.

 

22 შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში 75 პაციენტია, აქედან ვირუსი 61-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში 10 მოზარდი რჩება.

 

13 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო ერთი პაციენტი ინტენსიურ მკურნალობაზე რჩება.

 

კლინიკაში დღეს სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათ ჯერჯერობით არ აქვთ პნევმონიის ჩამოყალიბებული სურათი, თუმცა, მიმდინარეობს დაკვირვება.

 

ასევე, ბოჭორიშვილის კლინიკაში პირველად ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ამჟამად ინფექციურ სააფადმყოფოში სულ 43 პაცინეტი მკურნალობს. ინფიცირებულებს დღეს კიდევ 4 პაციენტი დაემატა. ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.

 

„ეს 4 ახალი პაციენტი, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდება, მაგრამ ახლა გაფართოებული კვლევებითა და რადიოლოგიური მონაცემების შეჯერებით, ასევე, დინამიკაში კლინიკა როგორ განვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ ხვალისთვის, მათი მდგომარეობა დარჩება უცვლელი, პროგრესირებას განიცდის თუ არა”, -განაცხადა სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 

 

ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 99 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ვირუსი 83-ს აქვს დადასტურებული.

 

დღეს კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერება, მათ შორის ორი მოზარდია.

 

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 8 პაციენტი.

 

ასევე, ქალბატონი, რომელიც არის 82 წლის შაქრიანი დიაბეტით და გართულებული პრობლემებით, მოიხნა აპარატიდან და კონტაქტურია.

 

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მედალფა

 

ამჟამად აჭარაში 36 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 35 ქობულრთის კლასტერიდანაა.

 

ქობულეთში კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 60 წლის ქალს დაუდასტურდა. ქალი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს.

 

24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 250 -დე პირი შემოწმდა  და აქედან მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები