00:58 | 2020-03-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როგორია ამირან გამყრელიძის შვილის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

როგორია ამირან გამყრელიძის შვილის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძეს მკურნალობის პერიოდში სერიოზული გართულება არ ჰქონია.

 

„სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები და ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, გამოჩნდება რომელ ეტაპზე გადავა ის. შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შვილს ნიკოლოზ ამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ყოველდღე მივდივარ და კართან ვუტოვებ საკვებს - გამყრელიძის რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან
2020-03-12ყოველდღე მივდივარ და კართან ვუტოვებ საკვებს - გამყრელიძის რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან
       
„ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია...“ - ამირან გამყრელიძე შვილზე
2020-03-12„ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია...“ - ამირან გამყრელიძე შვილზე

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X