01:05 | 2020-07-03 ავტორი: Prime Time

როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის შახტში ჩავარდა

როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის შახტში ჩავარდა

თბილისში, გლდანის ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა წინასწარი შეფასებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

როგორც „პრაიმტაიმმა“ ადგილობრივებთან გაარკვია, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ ე.წ. კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში მოულოდნელად შევიდა და შახტში ჩავარდა.

 

მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი მშობლებმა თავადვე გადაიყვანეს „პრივატ კლინიკაში“.

 

„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები