16:31 | 2020-07-01 ავტორი: თამთა თორდია

დიდხანს დარჩება რეანიმაციაში – ახალი ინფორმაცია გოგოს ჯანმრთელობაზე, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა

დიდხანს დარჩება რეანიმაციაში – ახალი ინფორმაცია გოგოს ჯანმრთელობაზე, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა

24 წლის გოგო, რომლის დაწვაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, სხეულის 37%-ის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ დამწვრობის ცენტრის ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონას მდგომარეობა კვლავ სტაბილურია.

 

ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა - ახალი დეტალები შეყვარებულის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე
2020-06-30ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა - ახალი დეტალები შეყვარებულის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე

 

„მდგომარეობა სტაბილურია, ჯერჯერობით გართულებების გარეშე მივდივართ. პირველი 24 საათისთვის გოგონა სტაბილურადაა. საკმაოდ ხანგრძლივად დარჩება კიდევ რეანიმაციაში“, – გვითხრა გუგა ქაშიბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დაზარალებულს სხეულის 37% აქვს დამწვარი და ის მძიმე მდგომარეობაშია.

 

მამაკაცმა ქალს საკუთარ სახლთან ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა.

 

ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებაც – ბენზინის ბოთლი.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X