14:52 | 2020-07-05 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

როგორი მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით – სტატისტიკა

როგორი მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით – სტატისტიკა

COVID-19-ის გავრცელების მხრივ კვლავ მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

 

ყველზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის რუსეთში ფიქსირდება. ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ვირუსის გავრცელების მასშტაბით 681 251 დადასტურებული შემთხვევით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 134 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

რუსეთის შემდეგ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა თურქეთია. ქვეყანაში, ბოლო 24 საათის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ განახლებულა, თუმცა თურქეთში COVID-19-ით საერთო ჯამში 204 610 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 5 206 შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.

 

ინდოეთში კაცი COVID-19-სგან თავის დასაცავად ოქროს პირბადეს იყენებს
2020-07-05ინდოეთში კაცი COVID-19-სგან თავის დასაცავად ოქროს პირბადეს იყენებს

 

კვლავ მძიმე მდგომარეობა რჩება სომხეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი კი დაიღუპა. საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსით 28 606 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 484 კი გარდაიცვალა.

 

თურქეთის მსგავსად აქაც სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ განახლებულა აზერბაიჯანშიც, თუმცა, ამ ქვეყანაში საერთო ჯამში ვირუსით 19 801 ადამიანი დაინფიცირდა, 241 კი გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება საქართველოს, დღეს ჩვენს ქვეყანაში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კი ასევე 3 ადამიანი შეემატა. საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 951 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 15 პაციენტი გარდაიცვალა, 828 კი გამოჯანმრთელდა.

 

სამხრეთ კორეაში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა
2020-07-04სამხრეთ კორეაში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები