14:33 | 2021-03-02 ავტორი: Prime Time

როგორი დიქტატურაა ახლა ეს და როგორ აპირებენ საქართველოს რუსეთში შეთრევას – დავით ზურაბიშვილი ენმ-ს

როგორი დიქტატურაა ახლა ეს და როგორ აპირებენ საქართველოს რუსეთში შეთრევას – დავით ზურაბიშვილი ენმ-ს

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შარლ მიშელის ვიზიტს, ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების საგარეო ვექტორზე პოსტს აქვეყნებს. ზურაბიშვილის შეფასებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს პრეზიდენტის წინაშე დასჯილი მოწაფის მსგავსად წარსდგა, ხოლო ხელისუფლება თუ რუსულ ვექტორს ატარებს, მაშინ რატომ არის დასავლური ინსტიტუტების ჩართულობა მათთვის მნიშვნელოვანი.

 

“ესე იგი ხომ მკაცრად დასჯილი უდისციპლინო მოწაფესავით იყო დღეს ღარიბაშვილი და ხომ თვალებში შესციცინებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, რომელმაც კიდევ ბრიუსელში დაიბარა აჩოტების ჩასაბარებლად? ჰოდა ნაცების კომენტარებს გადავხედე და რუსული დიქტატურის დღეები დათვლილიაო, ზეიმობენ.

 

ანუ მაგათი ლოგიკით ეს რუსული დიქტატურა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჩმორდება და საცაა დასრულდება.

 

აქედან გამომდინარე ვსვამ არცთუ რიტორიკულ კითხვას: როგორი დიქტატურაა ახლა ეს და როგორ აპირებენ საქართველოს რუსეთში შეთრევას ეს ჩემის გავრილოვები, ვინცხა ბლანჟეიანი მიშელი თუ ვერ დაუკიდებიათ ფეხებზე?

 

P. S. არანაირად არ მიმაჩნია ეს ხელისუფლება არც პროდასავლურად, არც დემოკრატიულად და საერთოდ მგონია, რომ უვარგისი და შესაცვლელია, მაგრამ აი, რუსული დიქტატურა რანაირად არის და რა ლოგიკით, გამაგებინეთ ერთი რა…” – წერს დავით ზურაბიშვილი.

 

ავტორი: Prime Time


X