
4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.