10:07 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

როგორ ჟღერს კორონავირუსის მელოდია – MIT-ის მეცნიერმა ვირუსი მუსიკად გადათარგმნა

როგორ ჟღერს კორონავირუსის მელოდია – MIT-ის მეცნიერმა ვირუსი მუსიკად გადათარგმნა

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კორონავირუსის სტრუქტურის მელოდიად გარდაქმნა შეძლო.

 

მელოდია ვირუსის ზედაპირზე არსებული კუთხოვანი ცილების მუსიკალური რეპრეზენტაციაა.

 

აღნიშნული კუთხეები ცილების საშენი მასალით, ამინომჟავებითაა ფორმირებული. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა კი სწორედ ეს ამინომჟავები გამოიყენეს და თითოეულ მათგანს უნიკალური ნოტი მიანიჭეს.

 

ალგორითმმა მიღებული ინფორმაცია მუსიკად აქცია, რომელიც ცილების კლასიფიცირებას გამოხატავს.

 

პროექტს MIT-ის პროფესორი მარკუს ბუჰლერი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, მუსიკა კორონავირუსის შეფასების განსხვავებულ გზას გვთავაზობს.

 

მკვლევრებს, შესაძლოა, AI სისტემის მიერ შექმნილი მელოდია ვირუსის უკეთ შესწავლაში დაეხმაროთ. მომავალში კი შეიძლება მეთოდმა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნაშიც კი შეიტანოს წვლილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +