14:44 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება ჯერ არ ჩაგრიცხვიათ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება ჯერ არ ჩაგრიცხვიათ

სახელმწიფომ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო.

 

ოჯახების დიდ ნაწილს თანხა უკვე ჩაერიცხა. მათ, ვინც დარეგისტრირებას სხვადასხვა მიზეზით ვერ ჯერაც ახერხებს, ან თანხა არ ჩარიცხვია, დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05. 

 

როგორც „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუმარტეს, თანხმების ჩარიცხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 10 სექტემბრამდე დახმარება ერიცხებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ელექტრონულ ბაზაში 1-ელ სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებზე 200-ლარიანი ფინანსური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყო.

 

„პრაიმტაიმის“ რედაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან არაერთი კითხვას იღებს, ამიტომ ჩვენ ყველა ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და შევეცადეთ მოსახლეობის სრული და დეტალური ინფორმირება.

 

  • კითხვა: კიდევ ერთხელ, რომ განვმარტოთ რამ გამოიწვია პორტალზე შეფერხება და ამ დროისთვის თუ აღმოფხვრილია ხარვეზი?

 

პასუხი: ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებით იყო განპირობებული, თუმცა ამ დროისთვის, პორტალზე არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ ფიქსირებდა.

 

  • კითხვა: მშობლების ნაწილი ამბობს, რომ რეგისტრაციის მიუხედავად მათ სმსკოდი არ მიუღიათ. ასეთ შემთხვევაში ითვლება თუ არა მონაცემები დარეგისტრირებულად?

 

პასუხი: რეგისტრაციას სმს-კოდის მოსვლის გარეშე ვერ გაივლით.

 

  • კითხვა: შესაძლებელია თუ არა თანხის სოციალურ ბარათზე ჩარიცხვა?

 

პასუხი: დიახ, თანხა შესაძლებელია ჩაირიცხოს სოციალურ ბარათზეც.

 

  • კითხვა: .შესაძლებელია თუ არა თანხის სხვის ანგარიშზე ჩარიცხვა?

 

პასუხი: არა, თანხა ირიცხება მხოლოდ მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე.

 

  • კითხვა: თუ მშობლები უცხოეთში არიან, ამ შემთხვევაში, ვის ჩაერიცხება თანხა?

 

პასუხი: თუ ორივე მშობელი უცხოეთში იმყოფება, თანხა კანონიერ წარმომადგენელს დაერიცხება.

 

  • კითხვა: საბანკო დავალიანების შემთხვევაში ანგარიშზე დარიცხულ თანხას ჩამოაჭრის თუ არა ბანკი?

 

პასუხი: არა, აღნიშნული თანხა ბანკის მიერ არ ჩამოიჭრება, როგორც დავალიანება.

 

  • კითხვა: ორი, ან მეტი შვილის რეგისტრაცია ერთად უნდა მოხდეს თუ ცალცალკე?

 

პასუხი: ცალ-ცალკე. ყველა ბავშვზე განაცხადის შევსება ხდება დამოუკიდებლად.

 

„პრაიმტაიმი“ აქვე შეგახსენებთ, რომ ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე –daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 15 აგვისტოდან აქვთ.

 

ქართველი დეპუტატი, რომელმაც 300 ათასი ლარი შვილებს, 100 ათასი ლარი კი მშობლებს აჩუქა
2020-09-04ქართველი დეპუტატი, რომელმაც 300 ათასი ლარი შვილებს, 100 ათასი ლარი კი მშობლებს აჩუქა

 

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

 

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

 

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

 

საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

 

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

 

სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

 

ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

 

დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები