fbpx
18:20 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა დაგჭირდათ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა დაგჭირდათ

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრის 21:00 საათიდან 31 იანვირის ჩათვლით 5:00 საათამდე აიკრძალა, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე.

 

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა დაგჭირდათ?

 

ასეთ შემთხვევაში, უნდა დავრეკოთ ნომერზე 144 -1. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მოქალაქეებს ერთჯერადი საშვის აღება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ.

 

„თუ გადაადგილების შეზღუდვის დროს გარეთ გასვლა დაგჭირდათ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთვევაში უნდა მიმართავთ ერთჯერადი საშვის აღების წესს,  უნდა დარეკოთ 144 1-ზე. ღამით გასასეირნებლად გასვლა არ დაიშვება. რაც შეეხება საშვის გაცემის ხანგრძლივობას, როგორც განპირობებულია საჭიროებით, ის იმის შესაბამისად გაიცემა“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

შეგახსენებეთ, პირველ ეტაპზე 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს.

 

31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს აიკრძალება.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X