fbpx
22:56 | 2020-10-23 ავტორი: თამთა თორდია

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ თვითიზოლაციაშია და მას სასწავლო დაწესებულება ცნობას სთხოვს?

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ თვითიზოლაციაშია და მას სასწავლო დაწესებულება ცნობას სთხოვს?

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი თუ თვითიზოლაციაშია და მას სკოლაში ცნობას სთხოვენ? – ამ კითხვაზე პასუხს მევრი მასწავლებელი ითხოვს.

კორონავირუსის გამო, სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება - რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე
2020-10-16კორონავირუსის გამო, სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება - რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე

 

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ პედაგოგს ესაუბრა, რომელიც გვიზიარებს მის ისტორიას, რომელიც თვითიზოლაციის დროს გადახდა.

 

მისი თქმით, მას სკოლის დირექტორმა მოსთხოვა ცნობა, რომელიც დაამტკიცებდა იმას, რომ ის ნამდვილათ თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

„მე ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი. ჩემს ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამიტომ მომიწია გადავსულიყავი თვითიზოლაციაში. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა ამ დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავით და როგორ უნდა წარმედგინა ის ცნობა რასაც დირექტორი მთხოვდა.

 

დირექტორი ითხოვდა საბუთს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მე თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი. ძალიან გამიჭირდა ამ საბუთის მოპოვება, დავრეკე განათლებაში, რესურსცენტრში და ვერც იქ გავარკვიე.

 

ბოლოს დავრეკე დაავადებათა ცენტრის ცხელ ხაზზე და მითხრეს, რომ როდესაც თვითიზოლაციას დავამთავრებ მივალ ჯანდაცვის სამინისტროში და იქ ვიქნები დაფიქსირებული, როგორც კონტაქტი და მომცემდნენ ამის საბუთს, რომელსაც სკოლას წარვუდგენ.

 

სხვა სკოლებშიც ასეთი სიტუაციაა. მე უკვე შემიძლია მივიდე და ავიღო ცნობა 12 დღიანი იზოლაციის შემდეგ“,- აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X