12:18 | 2020-04-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ უნდა გასტერილდეს პირბადე – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პირბადეების დეფიციტზე

როგორ უნდა გასტერილდეს პირბადე – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პირბადეების დეფიციტზე

როგორ უნდა გასტერილდეს პირბადე,- ამ თემაზე „რუსთასვი 2“-ის ეთერში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თურინგენის კლინიკის აპრობირებული ასისტენტ-ექიმი ლაშა გამისონია საუბრობს.

 

„როგორც ბევრ ქვეყანაში, გერმანიაშიც სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ჩვენმა კლინიკამ გადაწყვიტა, რომ პირბადეები, რომელსაც ვიყენებთ, შევინახოთ და არ გადავაგდოთ.

 

პაციენტებთან 8-საათიანი მუშაობის შემდეგ პირბადეს ვაგდებდით. ახლა დირექტივა გვაქვს – ვინახავთ.

 

ახალი კვლევის მიხედვით, ეს პირბადეები შეიძლება გაჭირვების შემთხვევაში ისევ გამოვიყენოთ. მისი დამუშავება ხდება ავტოკლავის მეთოდით 121 გრადუს ტემპერატურაზე.

 

ასეთი დამუშავების შემთხვევაში პირბადე ინარჩუნებს ფუნქციას და შესაძლებელია იგივე ნიღაბი იგივე პიროვნებამ კიდევ ორჯერ გამოვიყენოთ“, – ამბობს ლაშა გამისონია.

 

გაეცანით რეკომენდაციებს, რომლებსაც სპეციალისტები გირჩევთ

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X